image

თემა: ღვთის შიში,  სიმდაბლე

რამეთუ დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი, ამისთუის ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაი, რამეთუ ცხორებესა საუკუნესა განგუიმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მოგუატყუებს ჩუენ შიში ღმრთისაი, არამედ დიდებასაცა და ქებასა. აწ უკუე ვინაითგან შიში ღმრთისაი ესევითართა კეთილთა მომატყუებელ არს ჩუენდა, ჯერ- არს, ძმანო საყუარელნო, რაითა ვჰმონებდეთ უფალსა შიშით, ჭეშმარიტითა მონებითა, არა ხოლო სიტყუით, არამედ საქმით. და ვყოთ საფუძველ მონაგებისა ჩუენისა სიმდაბლე, რაითა მივემსგავსნეთ სიმდაბლესა და სიყუარულსა მაცხოვრისა ჩუენისასა.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები