ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
 
1647.ხომ არ ითვლება ანგელოზთა და წმინდანთა პატივისცემა ღმერთის პირველი მცნების საწინააღმდეგოდ?
არ ითვლება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეთაყვანებით ამგელოზებსა და წმინდანებს, არც ვემსახურებით მათ, არამედ პატივს ვცემთ მხოლოდ.
1648.როგორ ვცემთ პატივს ანგელოზებს და წმინდანებს?
ანგელოზებს და წმინდანებს პატივს ვცემთ ოტXგვარად:
    1. თაყვანს ვცემთ მათ წმიდა ცხოვრებას;
    2. ვბაძავთ მათ ბრწყინვალე მაგალითს;
    3. მოვუხმობთ მათ, ვითარცა ღმერთის საყვარელ მსახურებს, რათა ილოცონ ჩვენთვის ღმერთის წინაშე, და მადლობას ვწირავთ შუადგომლობისათვის;
    პატივს ვცემთ მათ ნივთებს, მათ წმიდა ნაწილებს და ხატებს;
1649.უმეტესად რომელ წმინდანს მივაგებთ პატივს?
წმინდანთაგან უმეტესად პატივს მივაგებთ მარლთმადიდებელი სარწმუნოების მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.
1650.განსაკუთრებით რომელ წმინდანს უნდა სცეს მარლთმადიდებელმა პატივი?
თითოეულმა ადამიანმა განსაკუთრებით უნდა სცეს პატივი იმ წმიდანს, ვისი სახელიც ჰქვია.
    განმარტება:
    წმინდანთა პატივისცემის აუცილებლობისთვის მრავალი სერიოზული დასაბუთება შეიძლება მოვიყვანოთ. უპირველესად, წმიდა წერილი შეიცავს მრავალრიცხოვან დასაბუთებას იმისა, რომ უფალი შეისმენს მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ლოცვებს, განსაკუთრებით მათ ლოცვებს, ვინც ცდილობს წმიდად იცხოვროს. ილოცა აბრაამა და უფალმა განკურნა აბიმელიქი (დაბ.20,17). ილოცა სამოელმა ისრაელიანთათვის და შესმენილ იქნა მისი ლოცვა (Iმეფ.7,8,9). შესმენილ იქნა ილია წინასწარმეტყველის ლოცვა და ღმერთმა არცხვინა კერპთაყვანისმცემელნი (3მეფ.18,36-39). მით უფრო შემწეა წმინდანთა ლოცვა, რომლებიც მარადისობაში არიან გარდასულნი, რამეთუ მათ აღარ ამძიმებთ ხორციელი სისუსტეები და ამიტომ ახლოს იმყოფებიან ღმერთთან, რომელიც თავად არის წყარო სიყვარულისა, და სათნოებისა. კითხვაზე, იციან თუ არა ღმრთის წმინდანებმა, რომ ვუხმობთ და ვევედრებით, მორწმუნე ქრისტიანს შეუძლია მხოლოდ დადებითად უპასუხოს. უკვე აქ, მიწაზე აძლევს უფალი წმინდანებს ისეთი აღთქმის უნარს, რომელიც აღემატება ჩვენი გრძნობის ორგანოების უნარებს. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ელისემ უწყოდა, რომ მისი მსახური გეხაზი, რომელიც მისგან იმდენად შორს იმყოფებოდა, რომ მისი ხილვა შეუძლებელი იყო, რაღაც ცუდს სჩადის (IIმეფ.5,20-27). პეტრე მოციქულმა უწყოდა, რომ ანანიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ამ ქვეყნად ჩვენ მხოლოდ ნაწილობარივ, ბუნდოვნად, შევიმეცნებთ, იმ ქვეყნად კი ჩვენი შემეცნება სრულყოფილი იქნება (Iკორ.13,9-12). ქრისტემ ბრძანა, რომ წმიდანები ანგელოზთა მზგავსნი არიან, (ლკ.20,35-36). თუმცა ეს სიტყვები ქრისტემ აღდგომასთან დაკავშირებით ბრძანა, მაგრამ არ არსებობს საფუძველი მისი სიტყვების ჭეშმარიტების უარსაყოფად, სხეულიდან განსრულ წმიდანთა სულებთან მიმართებაში. თუ წმიდანთა სულები ანგელოზების მსგავსია, და თუ იესო ქრისტეს სხვა სიტყვების თანახმად, ანგელოზები ზეცის მკვიდრნი არიან (მთ.18,10), რომლებიც ხარობენ ერთი მონანული ცოდვის გამო (ლკ.15,10), უნდა გვჯეროდეს, რომ წმინდანებსაც აქვღ ეს თვისებები. უფალ იესო ქრისტეს იგავიდან მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ ვუწყით, რომ აბრაამმა, თუმცა ის მოსეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე აღესრულა, ზეცაში უწყოდა მის შესახებაც, და იმ კანონების შესახებაც რომელიც მოსემ აუწყა სინას მთაზე (ლკ.16,19-31). წმინდანები სრულიად ახლოს არიან ღმერთთან, ურთიერთობა აქვთ მასთან და უწყიან ჩვენი საჭიროებანი. ისინი ჩვენთან ერთად არიან ეკლესიის წევრები და ქრისტეს სხეულის ასონი, მათ ვუყვარვართ, და ამ სიყვარულის გამო ღმერთს ევედრებიან ჩვენთვის. წმიდა იოანე მოციქული გამოცხადებაში წერს, რომ ანგელოზებს ღმრთის ტახტის წინაშე მიაქვთ ყველა წმინდანთა ლოცვები (გამოცხ.8,3-4). დასაბამიდანვე ეკლესიას მტკიცედ სწამდა, რომ წმინდანები ჩვენთვის შესთხოვენ ღმერთს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის ( 116) შესახებ ჩანაწერებში ნაუწყებია, რომ ეს წმიდანი აღსრულების შემდეგ ქრისტიანებისათვის მლოცველად იქცა. სიცილიელი მოწამეების ( 200) აღსასრულის შესახებ ჩანაწერებში არის სიტყვები, რომ მოწამეები ჩვენთვის წარსდგებიან უფალ იესო ქრისტეს წინაშე საეკლესიო მწერალი ორიგენი (185-254) წიგნებში ლოცვების შესახებ (თავ.11) ამბობს, რომ წმინდანები შეუერთებენ ჩვენს ლოცვებს თავისას და ჩვენთან ერთად ლოცულობენ. წმ. კირილე იერუსალიმელის ლიტურღიაში ნათქვამია: ,,მოვიხსენებთ მათ, რომელთაც უწინარეს ჩვენისა შეისვენეს, უპირველესად პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწამეთა, რათა შუამდგომლობითა მათითა კეთილინებოს უფალმა და შეიწიროს ლოცვანი ჩვენნი." ასევე, წმიდა ჟამისწირვაში, მღვდელი წმიდა მსხვერპლშეწირვისთვის პურისა და ღვინის მომზადებისას, წმიდანთა მოსახსენებლად ფეშხუმზე დააბრძანებს რა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილებს, შესთხოვს უფალს, რათა წმიდანთა შუამდგომლობით მოგვხედოს და ამავე ლოხვალ იმეორებს მასშემდეგაც, რაც წმიდა ძღვენი იკურთხება და გარდაისახება. ჩვენ ვევედრებით და ვმადლობთ წმინდანებს ისევე, როგორც ვთხოვთ და ვმადლობთ იმ ადამიანებს, რომლებიჩ ჯერ კიდევ ცხოვრობენ დედამიწაზე. სიკვდილი და სამარე სრულიადაც არ არის წინაღობა მორწმუნის სიყვარულისთვის. რწმენა გადალახავს ყოველივეს, სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, ხოლო სასოება სამარის შემდეგაც რჩება. ანგელოზებისა და წმინდანთა თაყვანისცემით ოდნავადაც არ კნინდება ღმერთის დიდება, რამეთუ ანგელოზებისა და წმინდანების თაყვანისცემა ეკუთვნის უფალს, რომელსაც ისინი მსახურობენ.
image
 


30 ივნისს (ახალი სტილით: 13 ივლისს) დღეს არის ხსენება:
0_28