image

თემა: სათნოებები


სწავლა ლა. სათნოებისათვისვე.

გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოსწრაფე ვიყვნეთ სათნოებათა მოგებად, სათნო ყოფად სახიერისა მის ღვთისა, რომელნი იგი სარგებელ ჩვენდა იყვნენ, ესე იგი არს, რათა სულთა ჩვენთათვის კეთილად ვზრუნვიდეთ. რამეთუ ესეცა მისის კაცთ-მოყვარებისაგან არს. რომელ არა რაი ეხმარების მას ჩვენგან და ჩვენსა ოდენ კეთილსა და სათნოებასა ეძიებს, - და იგი შეურაცხიეს ვითარცა მისაგებელად მისთა კეთილთა, რაჟამს ჩვენ სულთა ჩვენთათვის კეთილად ვზრუნვიდეთ.
    ამისთვისა უკვე ფრიადისა უგულისხმოებისა სახე არს, რათა ვინათგან მეუფესა ჩვენსა ესრეთ ნებავს ჩვენი ცხოვრება და ჩვენ არა ვჰქმნათ ძალისაებრ ჩვენისა კეთილი და სათნო ვეყვნეთ, რათამცა მივემთხვივნეთ ურიცხვთა მათ კეთილთა. ამის ყოვლისათვის უკვე შევსწიროთ მადლი კაცთ-მოყვარესა ღმერთსა - ნუ სიტყვით ოდენ, არამედ უფროსად საქმეთა მიერ კეთილთა, რათა საუკუნენი კეთილნი მოგვეცნენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები