ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
 
თემა: ზიარება
1808.ვის და როგორ მიაქვს წმიდა ნაწილები ავადმყოფთან?
წმიდა ნაწილები ავადმყოფებთან მიაქვს მღვდელს, განსაკუთრებული ,,სანაწილეთი", რომელსაც მკერდზე ატარებს.
1809.რა ეწოდება პურს, რომელიც გამოიყენება კურთხევისა და ქრისტეს ხორცად გარდასახვისთვის?
ეწოდება სეფისკვერი.
1810.სეფისკვერი მტლიანად იკურთხევა და იქცევა ქრისტეს ხორცად?
არა, არამედ მხოლოდ შუა ოთკუთხა ნაწილი, რომელიც ამ მიზნით ამოიჭრება სეფისკვერიდან.
1811.რა აქვს სეფისკვერიდან ამოჭრილ შუა ნაწილს, როდესაც უკვე მზად არის წმიდა სამსხვერპლოდ?
სეფისკვერიდან ამოჭრილ შუა ნაწილი აღბეჭდილია ბეჭდით.
1812.რა ეწოდება სეფისკვერის ამ ნაწილს?
სეფისკვერის ამ ნაწილს ,,ტარიგი" ეწოდება.
1813.რატომ ეწოდება სეფისკვერის ამ ნაწილს ,,ტარიგი"?
იმიტომ, რომ იკურთხევა და გარდაისახება უფალ იესო ქრისტეს ხორცად, რომელმაც, ვითარცა ტარიგმან ღმრთისამან, აღიღო ცოდვანი სოფლისანი და თავი თვისი შესწირა ჩვენი გამოხსნისათვის.
1814.როგორი ბეჭედი აქვს სეფისკვერის ტარიგს?
ტარიგი დაბეჭდილი ჯვრის გამოსახულებით და ბერძნული წარწერით ,,იესო ქრისტე ძლევაი".
1815.როდის კეთდება ბეჭდის ტვიფარი სეფისკვერზე?
ტვიფარი სეფისკვერზე ჯერ კიდევ გამოცხობამდე კეთდება.
1816.წმ. მსხვერპლის მომზადებისას რატომ ემატება ღვინოს მცირეოდენი წყალი?
იმიტომ, რომ
    1. საიდუმლო სერობის დროს უფალმა იესო ქრისტემ გამოიყენა წყლით შეზავებული ღვინო, მის მსგავსად იქცეოდნენ მოციქულებიც;
    2. ევქარისტიის საიდუმლო დადგენილ იქნა, აგრეთვე, იესო ქრისტეს ვნებისა და სიკვდილის მოსახსენებლად, ამას გარდა, როგორც ცნობილია, მისი გვერდიდან გარდამოხდა სისხლი და წყალი, როდესაც ერთმა მხედართაგანმა ლახვარი უგმირა (ინ.19,34).
1817.რა მოეთხოვება იმას ვისაც წმიდა საიდუმლოსთან ზიარება სურს?
მოეთხოვება:
    1. ღმრთის წინაშე გამოსცადოს საკუთარი სინდისი და აღსარების საიდუმლოთი განიწმიდოს ცოდვებისაგან;
    2. რომ წმიდა ზიარებისთვის მოემზადოს ლოცვებით და მარხვით, ხოლო უშუალოდ ზიარების დღეს, საიდუმლოს მიღებამდე, არაფერი შეჭამოს და დალიოს.
1818.როგორც გამონაკლისმა, ვინ არ უნდა იმარხულოს ზიარების წინ?
წმიდა ზიარების წინ არ უნდა იმარხულონ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებმა.
1819.აუცილებელია წმიდა ზიარება?
აუცილებელია, რამეთუ იესო ქრისტემ ბრძანა: ,,უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (ინ.6,53).
1820.რომელ ცხოვრება გულისხმობდა ქრისტე, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა?
გულისხმობდა ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას ღმერთში, ე.ი. ცხოვრებას, რომელსაც საუკუნო ნეტარებასთან მიჰყავს ადამიანი.
1821.რას მოიპოვებს ის, ვინც ღირსეულად მიუდგება წმ. ზიარების საიდუმლოს?
მოვიპოვებთ:
    1. მადლის მიერ შეერთებას უფალ იესო ქრისტესთან, იმგვარად, რომ ის ჩვენშია და ჩვენ-მასში,
    2. გამოუთქმელ შინაგან სიხარულს და ბედნიერებას,
    3. სულისა და სხეულის განწმედას,
    4. სასოებას აღდგლომისა და საუკუნო ნეტარების დამკვიდრებისა.
1822.მოიპოვებს ქრისტესთან შეერთებას ის, ვინც უღირსად ეზიარება წმიდა საიდუმლოს?
უღირსად მაზიარებელი, არამცთუ ვერ მოიპოვებს ქრისტესთან ერთობას, არამედ პირიქით, დაუტევებს და ღალატით გასცემს ქრისტეს, როგორც იუდა, და ახალ მძიმე ცოდვას ჩადის.
1823.როდის უნდა ვეზიროთ წმიდა ლიტურღიაზე?
უნდა ვეზიროთ მას შემდეგ, როდესაც მღვდელი საუფლო ძღვენით გამოვა საკურთხევლიდან და წარმოთქვამს ასამაღლებელს: ,,შიშითა ღმრთისათა, და სარწმუნოებით მოვედით".
1824.რომელი ლოცვა იკითხება უშუალოდ წმდა ზიარების წინ?
იკითხება ,,მრწამს უფალი, და აღვიარებ ...", რომლის დროსაც ჩვეულებრივ მუხლს ვიდრეკთ.
1825.ლოცვის ,,მრწამს უფალი, და აღვიარებ ..." შემდეგ, როგორ უნდა მივიღოთ წმიდა საიდუმლო?
უნდა მივიღოთ შემდეგნაირად:
    1. უნდა წამოვდგეთ, გულზე ჯვრის სახით დავიწყოთ ხელები და წარვდგეთ მღვდლის წინაშე,
    2. გარკვევით წარმოვსთქვათ სახელი,
    3. მდაბლად მივეახლოთ და კრძალვით გავხსნათ ბაგენი წმ. საიდუმლოთა მისაღებად.
1826.რით გვაწვდიან საუფლო ძღვენს?
გვაწვდიან მოოქროვილი ვერცხლის მომცრო კოვზით - ლახვრით.
1827.წმიდა ზიარების მიღებისას უნდა გვეშინოდეს თუ არა გადამდები დაავადებების?
არათუ არ უნდა გვეშინოდეს, რამეთუ ეს სრული უგნურებაა, არამედ მკრეხელობაცაა, რამეთუ ჩვენს მცირედმორწმუნეობას მოწმობს.
1828.რატომ არ უნდა გვეშინოდეს წმ. ზიარების მიღებისას გადამდები სნეულებისა?
არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ვეზირებით ხორცსა და სისხლს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ასეთი ძღვენით კი ყოველგვარი სენის გადადება შეუძლებელია.
1829.როგორ უნდა განვიხილოთ წმ. საიდუმლოს ზიარება ერთი საერთო ბარძიმიდან?
უნდა განვიხილოთ, როგორც წრფელი ძმობის გამოვლენა მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხრიდან, რომელნიც განურჩევლად მდგომერეობისა, განათლებისა და მატერიალური მდგომარეობისა სიძულვილს კი არ გრძნობენ ერთმანეთისადმი, არამედ ხარობენ, რომ შეუძლიათ ერთი ბარძიმიდან ეზიარონ წმიდა ძღვენს.
1830.როგორ უნდა მოვიქცეთ წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ?
წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ:
    1. ოდნავ დავხაროთ თავი უდიდესი მადლიერების ნიშნად, ამავე დროს ხელები გადაჯვარედინებული გვეწყოს გულზე,
    2. შემდეგ გადავინაცვლოთ გვერდით,
    3. მხოლოდ ამის შემდეგ კეთილკრძალულებით გამოვისახოთ პირჯვარი,
    4. დავბრუნდეთ იმ ადგილზე, სადაც ლიტურღიის დაწყებისას ვიდექით და აღვავლინოთ ზიარების შემდგომი ლოცვები.
    განმარტება:
    I. წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ აღარ ვდგებით მუხლებზე, რადგანაც უფალი იესო ქრისტე შემობრძანდა ჩვენს გულებში.
    II. ზოგან მიღებულია, რომ წმ. ზიარების მიღებისთანავე, სვამენ ცოტაოდენ წყალს ღვინით განზავებულს, რათა დარწმუნებულნი იყონ, რომ ბაგეებს არ შერჩა საუფლო ძღვენის მცირეოდენი ნაწილიც კი.
1831.რა იგალობება მორწმუნეთა ზიარების დროს?
მორწმუნეთა ზიარების დროს გალობენ: ,,ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ. ალილუია, ალილუია, ალილუია." თუკი მრავალნი ეზიარებიან, საგალობელს რამდენჯერმე იმეორებეს გუნდი მცირეოდენი შესვენებებით.
1832.რატომ იწოდება საუფლო ძღვენი უკვდავების წყაროდ?
იმიტომ, რომ იგი წინდია ჩვენი აღდგომისა და ზეციურ ნეტარებაში დამკვიდრებისა, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,რომელი წამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა" (ინ.6,54).
1833.რამდენად ხშირად მიეახლებოდნენ წმ. ზიარებას პირველი ქრისტიანები?
მიეახლოებოდნენ ყოველი ლიტურღიის როს და სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენც, განწმენდილი სინდისით, ძალდატანების გარეშე, კეთილი ნებით, ხშირად ვეზიარებოდეთსაუფლო ძღვენს.
    განმარტება:
    I. ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ნებავს, რომ წმ. ევქარისტიის საიდუმლოში ისევე მჭიდროდ შევუერთდეთ მას, როგორც ხის ტანს აქვს შეერთებული მისი ტოტები. ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ ვენახი, და, თქუენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს რტონი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განხმეს და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას" (ინ.15,5-6). ეს შინაგანი შეერთება ყველაზე კარგად ხორციელდება შინაგანი მიღებით. ამიტომ გადაწყვიტა ქრისტემ საზრდოთ მოგვცეს თვისი ხორცი და სისხლი, რათა ჩვენ მისით ვიცოცხლოთ ისე, როგორც ვცოცხლობთ საზრდოთი და როგორც იკვებებიან რტოები ხის ტანის საშუალებით. ვინც ღირსეულად იღებს წმიდა საიდუმლოთ, ისე მჭიდროთ შეუერთდება ქრისტეს, რომ შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: ,,ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალ.2,20).
    II. ღირსეულად მიღებული წმ. საიდუმლოთა მოქმედება ადამიანზე მკაფიოდაა გამოხატული ლოცვაში, რომელიც მოთავსებული წმ. ვასილი დიდის ლიტურღიაში ,,მამაო ჩვენოს" წინ.
    III. წმიდა სინდისით საუფლო ძღვენის მიღების აუცილებლობაზე პავლე მოციქული წერს: ,,რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირდებით, თანა მდებ არს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა_ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხა ხორცნი უფლისანი: (Iკორ.11,27-29). წმ. საიდუმლოთა უღირსად მიღება იმ ცოდვათა რიგს განეკუთვნება, რომელსაც სიწმიდეთ მკრეხელობა ეწოდება.
    IV. ქრისტეს ეკლესიაში არავინ არ უნდა დააყენოს თავისი თავი სხვაზე მაღლა, არ უნდა უგულებელყოს სხვა, ერთმანეთთან ყველა სიყვარულითა და ერთობით უნდა იყოს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, ყოველი ქრისტიანი - დანი და-ძმანი არიან. პავლე მოციქული ამბობს: ,,სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელ ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაი სისხლთა ქრისტესაითაი არსა? პურსა ამას, რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთაი არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს" (Iკორ.10,16-17).
    V.ერთი ბარძიმიდან ზირების მნიშვნელობას გვახსენებს წმ. ბასილი დიდის ლიტურღიაც, საუფლო ძღვენის გარდასახვის შემდგომი ლოცვით:
    VI. ავადმყოფთა ზიარებისთვის მათმა ახლობლებმა ან მომვლელებმა უნდა მოამზადონ მაგიდა, გადააფარონ სუფთა სუფრა და დადგან მასზე ჯვარი და თუნდაც ერთი სანთელი შანდლით.
    VII. ნერჩენ სეფისკვერს, რომლიდანაც ტარიგი ამოიჭრება, ,,წმ. საიდუმო ტრაპეზი" ეწოდება.
    VIII.ნარჩენ სეფისკვერს, საიდანაც ტარიგი ამოიჭრა, პატარა ნაწილებად ამტვრევენ და მას შემდეგ, რაც იგალობება ,,იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე" ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ურიგებენ მორწმუნეთ, რათა ჯერ კიდევ ტაძარში მყოფთ იხმონ კრძალვით და მიიღონ მისგან ნუგეში და სიხარული. თუ მორწმუნენი ბევრნი არიან, ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ის სეფისკვერიც, რომლიდანაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოსახსენებლად იყო ნაწილი ამოღებული. დარიგებულ ნაწილებს ანტიდორი ჰქვია. ეს ბერძნული სიტყვაა და ძღვენის სანაცვლოს ნიშნავს. ეს ჩვეულება წარმოსდგება ჯერ კიდევ პირველ ქრისტიანთა დროიდან და როგორც ჩანს აღმოცენდა ,,სიყვარულის სერობიდან", როდესაც პირველი ქრისტიანები ღმრთისმსახურების შემდეგ იკრიბებოდნენ, რათა განურჩევლად ძმურ სიყვარულში ყველას ეხმია ეკლესიის შეძლებუ წევრთა მიერ შეწირული ძღვენი. მოგვიანებით ეს ტრადიცია დაიკარგა, რადგან ქრისტიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ტაძარში აღარ იყო საკმარისი ადგილი. ანტიდორი განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც ამ დღეს არაფერი უხმევია, რაიმე მიზეზის გამო არ ჰქონდა წმ. ზიარების შესაძლებლობა და სურს, თუნდაც სულ მცირე ნაწილი იხმოს იმ პურიდან, რომელიც მღვდელმა აკურთხა პროსკომიდიაზე და საიდანაც ამოღებული იქნა ტარიგი. მართლმადიდებელი ეკლესია უცვალებლად იცავს ანტიდორის დარიგების წესს.
 
თემატური კითხვები
0_28