1834.რა გვეძლევა სინანულის საიდუმლოში?
სინანულის საიდუმლოში შეგვენდობა ნათელღების შემდეგ ქმნილი ცოდვები.
1835.როგორ დაადგინა ქრისტემ სინანულის საიდუმლო?
დაადგინა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როცა გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: ,,მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ.20,22-23).
1836.როგორ უნდა შევუდგეთ სინანულის საიდუმლოს?
შევუდგეთ:
    1. ყურადღებით და სამართლიანად გავიხსენოთ, რა ცოდვები ჩავიდინეთ უკანასკნელი აღსარების შემდეგ, შევთხოვოთ სული წმიდას შეგვეწიოს გახსენებაში,
    2. მთელი გულით უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდვების გამო,
    3. მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ გამოსწორება,
    4. მტკიცე რწმენით იესო ქრისტეს მიმართ გულწრფელად ვაღიაროთ მოძღვრის წინაშე ჩვენი შეცოდებანი,
    5. პატიოსნად, შევასრულოთ ყველაფერი, რასაც მოძღვარი დაგვავალებს.
1837.უფრო უკეთ როგორ გავიხსენებთ, რაც შევცოდეთ?
უკეთ გავიხსენებთ, თუ თანმიმდევრობით განვიხილავთ ღმრთის მცნებებს და თითოეულის მიხედვით საკუთარ თავს ვკითხავთ, როდის და როგორ დავარღვიეთ იგი.
1838.რატომ უნდა ვწუხდეთ ჩვენი ცოდვების გამო?
უნდა ვწუხდეთ იმიტომ, რომ მისით შეურაცხვყავით მოწყალე და ყოვლადწმიდა ღმერთი.
1839.როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც გულწრფელად გადაწყვიტა გამოსწორება?
უნდა:
    1. შეუნდოს მტრებს,
    2. მოყვასს მიყენებული დანაკლისი შეძლებისდაგვარად აუნაზღაუროს,
    3. ერიდოს ცოდვის ჩადენის ყველა საბაბს, განსაკუთრებით განეშოროს ურიგო საზოგადოებას.
1840.ძალა აქვს ისეთ აღსარებას, რომლის დროსაც განზრახ დაიფარა მძიმე ცოდვა?
ასეთ აღსარებას არა აქვს ძალა, უფრო მეტიც, იმ ადამიანმა, ვინც დაფარა ცოდვა, ახალი მძიმე ცოდვა ჩაიდინა.
1841.როგორ უნდა მოვინანიოთ, თუკი რამდენჯერმე ჩავიდინეთ მძიმე ცოდვა?
ამის შესახებ უნდა ვთქვათ აღსარებაში.
1842.აქვს უფლება მოძღვარს გათქვას ის, რაც აღსარებით შეიტყო?
მოძღვარმა არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იკადროს აღსარებაზე გაგონილის გათქმა; მან ეს რომ ჩაიდინოს, სამღვდელო ხარისხს დაკარგავს.
1843.როგორ შეიძლება აღსარების მიღება, როცა მრავალი აღმსარებელია, დრო კი - ცოტა და არ ხერხდება, რომ თითოეულმა ცალ-ცალკე თქვას აღსარება?
თუ მრავალი აღმსარებელია, აუცილებელია აღსრულდეს თუნდაც საერთო აღსარება.
1844.როდის ახდენს მოძღვარი ცოდვებს შენდობას?
ცოდვათა მონანიების შემდეგ, კერძოდ: ლოცულობს მონანულისთვის და წმიდა სამების სახელით შეუნდობს მას ცოდვებს.
1845.ზოგ შემთხვევაში, აღსარების შემდეგ, რატომ ავალებს მოძღვარი მონანულთ რაიმე კეთილი საქმის აღსრულებას ან სჯის საეკლესიო წესით?
ეს საჭიროა იმისთვის, რომ იოლად ვაქციოთ ზურგი ცოდვებს და გამოვსწორდეთ.
1846.რა ჰქვია იმ სასჯელს, რომელსაც მოძღვარი დაადებს მონანულს?
ამ სასჯელსბერძნულად ეწოდება ,,ეპიტიმია" რაც ნიშნავს ,,აკრძალვას".
1847.რატომ არ უნდა გადავდოთ სინანული?
იმიტომ, რომ გადადებით ჩვენ უფრო ვაღრმავებთ ცოდვას გულებში, და ამის გარდა, აღსარების გარეშე საფრთხეში ვიგდებთ თავს, რამეთუ არ ვუწყით ჩვენი ამ სოფლიდან გასვლის ჟამი.
1848.რატომ უნდა ვთქვათ აღსარება უშუალოდ სიკვდილის წინ?
იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ შეუძლებელია რაიმე საიდუმლოში მონაწილეობის მიღება და მათ შორის სინანულის საიდუმლოში.
1849.როგორ უნდა ვემზადოთ სინანულის საიდუმლოს მისაღებად?
სინანულის საიდუმლოსთვის უნდა ვემზადოთ მარხვითა და ლოცვით.
1850.რამდენად ხშირად უნდა შევუდგეთ სინანულის საიდუმლოს?
უმჯობესია, თუ სინანულის საიდუმლოს შევუდგებით მძიმე ცოდვის ჩადენიდან, რაც შეიძლება მალე, რათა დიდხანს არ დავრჩეთ ღმრთის შემწეობის გარეშე; მართლმადიდებელ ქრისტიანთ შესანიშნავი წესი გვაქვს, რომ სინანულის საიდუმლოს შევუდგეთ ძირითადად მარხვის დროს და დღესასწაულების წინ ასევე ავადმყოფობისას.
1851.სულის გადასარჩენად საჭიროა თუ არა სინანულის საიდუმლო?
დიახ, აუცილებელია, რამდენადაც ნათლისღების შემდეგ სინანული ცოდვათა შენდობის ერთადერთი ქმედითი საშუალებაა.
    განმარტება:
    I. საკუთარი ცოდვების გახსენებას სინდისის გამოცდაც ეწოდება.
    II. საკუთარი სინდისის გამოცდა, წუხილი დაშვებული შეცდომის გამო, განზრახვა, რომ განეშორო მათ, ცოდვების აღიარება და ეპიტიმიისთვის მზადყოფნა - აუცილებელია. ეს გამომდინარეობს უფალ იესო ქრისტეს იგავიდან უძღებ შვილზე, რომელმაც განსაცდელის ჟამს გამოსცადა საკუთარი სინდისი, წუხდა ცოდვათა გამო, გადაწყვიტა გამოსწორებულიყო, ყველაფერი აღიარა მამის წინაშე და მოისურვა მასთან მისულიყო არა როგორც შვილი, არამედ როგორც ერთ-ერთი მოჯამაგირე (ლკ.15,11-19). ამგვარადვე თხოულობენ მზრუნველი მშობლებიც თავიანთი დამნაშავე შვილებისგან სინანულს, გამოსწორებასა და თავიანთი დანაშაულის აღიარებას. ამასვე ითხოვს ყოველი ზცვენგანისგან ზეციური მამაც.
    III. ადამიანები, რომელთაც მრავალი ცოდვა ჩაიდინეს, როდესაც თავისი მდგომერეობის შეცნობას იწყებენ, ჰგონიათ, რომ მათი პატიება შეუძლებელია და რომ უიმედოა მათ შენდობაზე ფიქრი. სხვანი კიდევ უფრო განმედგრდებიან თავიანთ ცოდვაში, მეორენი სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და ხელყოფენ საკუთარ სიცოცხლეს. ულმობლობა და სასოწარკვეთილება საუკუნო სიკვდილს უქადის ადამიანს. ამიტომ არასწორეა სისასტიკე და სასოწარკვეთილება. თვით უდიდესი ცოდვილიც უნდა მოელოდეს ღმრთისგან შენდობას და გადაწყვიტოს შეუდგეს სინანულს. უფალს ცოდვილის სიკვდილი კი არა, მისი გამოსწორება, სიცოცხლე და გადარჩენა სურს (ეხეკ.33,11).
    IV. ზოგს რცხვენია საკუთარი ცოდვების აღიარება. ეს უგუნურებაა. თუ არ გრცხვენია ღმერთთან შეცოდების, რომელიც ყველაფერს ხედავს, მაშ, რატომღა უნდა გრცხვენოდეს ამ ცოდვების აღიარება? გულწრფელი აღიარება შეამსუბუქებს ჩვენს სულს და აღარ დაიტანჯება სინდისის ქენჯნით. უმჯობესია ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, ვიდრე მასთან ერთად მოვკვდეთ და შემდგომ, საშინელ სამსჯავროზე შევრცხვეთ ყველა ადამიანისა და ანგელოზის წინაშე.
    V. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონანიება და საკუთარი ცოდვების აღიარება, ამაზე მეტყველებს წმ. იოანე ნათლისმცემლის ქადაგებები, რომელიც დაუგალავად მოუწოდებდა თავის მსმენელთ სინანულისკენ. მრავალი შეისმენდა და აღიარებდა ცოდვებს. უფალმა იესო ქრისტემ როგორც გამომსყიდველმა, ასევე იწყო თავისი მოღვაწეობა ქადაგებით: ,,შეინანეთ, რამეთ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი" (მთ.4,17).
    VI. არასწორეა შეხედულება, თითქოს მონანულზე მოძღვრის მიერ დაკისრებული ეპიტიმიით საღმრთო სამართალი აღსრულდება. ადამიანს არ ძალუძს, რომ თავისი ცოდვებისთვის, მძიმე იქნება თუ მსუბუქი თავად აღასრულოს საღმრთო სამართალი, ეპიტიმია მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანს გაუღვივდეს სწრაფვა ახალი ცხოვრების დასაწყებად.
image
 
თემატური კითხვები