ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
 
1872.რა გვეძლევა ქორწინების საიდუმლოთი?
გვეძლევა მადლი, რომლის მეოხებით სასიძო და სასძლო შეუღლდებიან, რათა მათ, შეერთებულებმა ქრისტეში:
    1. იცხოვრონ ერთად, უყვარდეთ ერთმანეთი და ერთმანეთის ერთგულნი იყონ მთელი სიცოცხლის მანძილზე,
    2. ერთმანეთს შეეწეოდნენ,
    3. ლოცვით გამოითხოვონ შვილები და კარგად აღზარდონ ისინი.
1873.საიდან ვიცით, რომ ქორწინება საიდუმლოა?
ვიცით პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომელიც ქორწინებას უდიდეს საიდუმლოებას უწოდებს (ეფ.5,32).
1874.როდის დადგინდა ქორწინება?
დადგინდა სამოთხეში, ადამიანთა შექმნისთანავე. უფალმა იესო ქრისტემ ქორწინება საიდუმლოს ხარისხში აიყვანა.
1875.როგორ უნდა მოემზადონ სასიძო და სასძლო ქორწინების საიდუმლოსთვის?
უნდა მოემზადონ შემდეგნაირად:
    1. კარგად გაეცნონ საღმრთო სჯულის სწავლებას, რათა შეძლონ შვილებსაც ასწავლონ იგი;
    2. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონონ ქორწინებამდე.
    3. ქორწინებამდე მიიღონ სინანულის და ზირების წმიდა საიდუმლო.
1876.როგორ აღესრულება ქორწინების საიდუმლო?
აღესრულება შემდეგნაირად:
    1. სასძლო და სასიძო მღვდლის წინაშე განაცხადებენ, რომ ისინი ნებაყოფლობით ქორწინდებიან;
    2. მღვდელი მათ აკურთხებს და ლოცავს; ,,უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ ესენი".
1877.შეიძლება ქორწინება ძალდატანებით და საკუთარი ნების წინააღმდეგ?
არა, რამეთუ ქორწინება არ იქნება ნამდვილი.
1878.რა უშლის ხელს ქორწინებას?
ქორწინებას ხელს უშლის:
    1. სისხლით ნათესაობა;
    2. ხასიათი.
1879.რისგან შედგება ქორწინების საიდუმლოს აღსრულების წესი?
შედგება ორი ნაწილისგან: დაწინდვა და ჯვრისწერა.
1880.რა იკურთხება წაწინდვისას?
დაწინდვისას იკურთხება სასიძოსა და სასძლოს ნებაყოფლობითი თანხმობა საქორწინო კავშირში შესვლაზე და სიცოცხლის ბოლომდე ცოლქმრული ერთგულების აღთქმა.
1881.რა იკურთხება ჯვრისწერის დროს?
ჯვრისწერის დროს იკურთხება თვით საქორწინო კავშირი და ქორწინებაში შემსვლევთათვის გამოითხოვება სული წმიდის მადლი.
    განმარტება
    სახელმწიფოებრივი კანონის თანახმად ცოლქმრული კავშირი სამოქალაქო წესითაც ფრმდება.
image
 


28 ივნისს (ახალი სტილით: 11 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28