ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
 
1987.რა არის მოწყალება?
მოწყალება არის ხორციელი და სულიერი კაცთმოყვარების ყოველგვარი გამოვლენა.
1988.როგორია კაცთმოყვარეობის ხორციელი გამოვლენა?
კაცთმოყვარეობის ხორციელი გამოვლენაა:
    1. მშიერთა დაპურება,
    2. მწყურვალთათვის წყლის სმევა,
    3. მწირთა შეფარება,
    4. უპოვართა შემოსვა,
    5. სნეულთა მოვალ-მონახულება,
    6. ტუსაღთა მონახულება; მიცვალებულთა დამახვა წესისამებრ.
1989.როგორია სულიერი კაცთმოყვარეობის გამოვლენა?
სულიერი კაცთმოყვარეობის გამოვლენაა:
    1. ლოცვა მიცვალებულთათვის და ცოცხალთათვის,
    2. გზაშეცთომილთა მოქცევა კეთილ გზაზე,
    3. უგუნურთა დამოძღვრა,
    4. კეთილი რჩევის მიცემა,
    5. ნუგეშინის ცემა მწუხარეთა,
    6. არ იძიო შური შეურაცხმყოფელზე,
    7. შეუნდე მაგინებელთ.
    განმარტება
    I. ვეცადოთ ვიყოთ სრულყოფილნი. ქრისტემ ბრძანა: ,,იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამა თქუენი ზეცათა სრულ არს" (მთ.5,48). აგრეთვე გნებავს, რათა სრულ იყო... შემომიდეგ მე" (მთ.19,21).
    II.მაცხოვარს შეუდგება ის:
    1. ვისაც უყვარს ლოცვა, მუდმივად ესწრება ღმრთისმსახურებას, უყვარს ღმრთის სიტყვის მოსმენა და ხშირად ეზიარება წმიდა საიდუმლოთ.
    2. ვინც ყურადღებიანია საკუთარი ზრახვების, სიტყვებისა და ქცევის მიმართ, რათა მათში არაფერი იყოს ღმრთის ნების საწინააღმდეგო; ვინც ფრთხილია ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა არ შეცდეს, ცოდვა არ ჩაიდინოს, რამეთუ ქრისტემ ბრძანა: ,,იღ ძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვდეთ განსაცდელსა" (მთ.26,41).
    3. ვინც საკუთარ თავში ძლევს იმ სიამოვნების მიღებას, რაც არ ეწინააღმდეგება ღმრთის ნებას, უარს ამბობს ნებადართულზე, რათა ადვილად დასძლიოს აკრძალული. ,,რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მომდევინ მე" (ლკ.9,23).
    4. ვინც ყოველდღიურ საქმეს ქრისტიანულად აღასრულებს იმგვარად, როგორც რმრთისთვის არის სათნო - გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად, მტკიცედ და იმ შეგნებით, რომ მისი სამიანობა ღმერთს ესათნოებოდეს.
    III. სულიერ სიმშვიდეს მიწიერ ცხოვრებაში მოიპოვებს აგრეთვე ის, ვინც ღმრთის სიყვარულის გამო უარს ამბობს ქონებაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე და ცხოვრებას მგზნებარედ და სრულად მხოლოდ საქმიანობას, ლოცვას, სიწმინდესა და მორჩილებას მიუძღვნის, როგორც ამას კეთილმსახური მონაზვნები აღასრულებენ განდეგილობაში. მრავალი წმინდანი იყო, ვინც ღმრთის სიყვარულით მთელი თვისი ქონება უპოვართ დაურიგა, ქველმოქმედებასა და საზოგადო საქმეს მოახმარა, ან ეკლესიას შესწირა, თავად კი სრულ უპოვარებაში იცხოვრა, ვითარცა ქრისტემ. ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ სრულყოფილების მიღწევისაკენ სწრაფვის დადასტურებაა, როგორც ქრისტე ბრძანებდა: ,,უკუეთუ გნებავს, რა თა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მთ.19,21).
image
 


30 ივნისს (ახალი სტილით: 13 ივლისს) დღეს არის ხსენება:
0_28