თემა: აღთქმა

1990.როგორი აღთქმები არსებობს?
აღთქმები შემდეგია:
    1. ნებაყოფლობითი უპოვარება,
    2. ნებაყოფლობით უარის თქმა ოჯახურ ცხოვრებაზე და გულის სიწმიდით დაცვა.
1991.რა მიზანი აქვს აღთქმას?
აღთქმის მიზანი არის ის, რომ ადამიანი უარს ამბობს მიწიერ საზრუნავზე და თავს მიუძღვნის ღმერთს, სულიერი სრულყოფილებისაკენ სწრაფვას და კეთილ საქმეებს.
1992.ვინ დებს განსაკუთრებული წესით აღთქმას?
განსაკუთრებული წესით აღთქმას დებენ ბერ-მონაზვნები.
1993.ვინ შეიძლება გახდეს ბერი ან მონაზონი?
ბერი ან მონაზონი შეიძლება გახდეს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვინც არ არის ქორწინებაში, როგორც მამაკაცი, ასევე დედაკაცი.
1994.ვინ გასცემს მონაზვნად აღკვეცის შესახებ თანხმობას?
თანხმობას გასცემს ეპისკოპოსი.
1995.რა ჰქვია მონაზონს, რომელიც ამავდროულად მღვდელიცაა?
ასეთ მონაზონს ბერდიაკვანი ჰქვია.
1996.რა ეწოდება მონაზონს, რომელიც ამავდროულად დიაკვანიცაა?
ასეთ მონაზონს ბერდიაკვანი ჰქვია.
1997.ყველა მონაზონი აღიყვანება მღვდლის ან დიაკვანის ხარისხში?
არა. მონაზონთა უმრავლესობას, პირიქით, არა აქვს სასულიერო ხარისხი, და მათ შორის მხოლოდ ზოგიერთს აქვს მინიჭებული მღვდლის ან დიაკვნის ხარისხი.
1998.რომელი აღთქმა უნდა დადოს წინასწარ მან, ვისაც სურს მონაზვნად აღკვეცა?
მან ჯერ მორჩილების აღთქმა უნდა აღასრულოს, ერთი წლის განმავლობაში მაინც, რათა დარწმუნდეს, რომ მისი სწრაფვა მონაზვნობისკენ - ურყევია.
1999.რა ეწოდებათ მონაზვნური აღთქმის მიღების მსურველთ?
ასეთ პირებს ეწოდებათ - მორჩილნი.
2000.რას წარმოადგენს მონაზვნობაში იღუმენი?
იღუმენი - არის მონაზონი უმაღლეს ხარისხში.
2001.რას წარმოადგენს მონაზვნობაში არქიმანდრიტი?
არქიმანდრიტი მონაზვნის უმაღლესი ხარისხია.
2002.ვინ ანიჭებს იღუმენის და არქიმანდრიტის ხარისხს?
ანიჭებს ეპისკოპოსი.
2003.ვის ექვემდებარებიან მონაზვნები?
ექვემდებარებიან ეპისკოპოსს.
2004.რა ეწოდებათ ადამიანებს, ვინც ქრისტეს სიყვარულის გამო განუდგა ამქვეყბიურ ცხოვრებას და მეუდაბნოე გახდა?
ასეთ ადამიანს მეუდაბნოე ანუ განდეგილი ჰქვია.
2005.ეპისკოპოსობის ყოველი კანდიდატი მონაზონი უნდა იყოს?
ეპისკოპოსობის ყოველი კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს მონაზონი.
image