ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
407. ასევე, როდესაც რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, როგორ უნდა დავიმდაბლო გონება? ან როგორ ვუსაყვედურო თავს, სიკეთის აღსრულების შემდეგ?
გონების დასამდაბლებლად, თუნდაც ყველა კეთილი საქმე რომ აღასრულო და ყველა მცნებები დაიცვა, გაიხსენე ის ვინც თქვა: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17, 10), მით უმეტეს, რომ ჯერ ერთი მცნების აღსრულებისთვისაც კი არ მიგვიღწევია. კეთილი საქმის აღსრულებისას ყოველთვის ასე უნდა ვიფიქროთ, საკუთარ თავს უნდა ვუსაყვედუროთ და ვთქვათ: არ ვიცი, სათნოა თუ არა ის ღვთისათვის. თუ საქმეს ღვთის ნებისაებრ ვაკეთებთ დიდებულია, ხოლო ღვთის ნების აღსრულება კიდევ უფრო დიდია, ეს ყველა მცნების ერთობლიობაა; რადგანაც ღვთის ნებისაებრ რაიმეს კეთება კერძო საქმეა და ღვთის ნების აღსრულებაზე უფრო მცირეა. ამიტომაც თქვა მოციქულმა: „უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები (ფილიპ. 3, 13). და რამდენადაც წინ მიიწევდა, არ ჩერდებოდა, ვინაიდან ყოველთვის ხედავდა თავის არასრულყოფილებას და წარემატებოდა; ამიტომ მანვე (მოციქულმა) თქვა: „რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ“ (ფილიპ. 3, 15), ცხადია წარმატების საწინდრად, და ასევე თქვა, რომ: „სხუასა თუ რასმე ჰზრახვიდეთ და იგინიცა ღმერთმან გამოვეგიცხადოს თუენ“ (ფილიპ. 3, 15).
image
 
თემატური კითხვები
0_28