ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
408. როდესაც მცნებას ვასრულებ, როგორ გავექცე ამპარტავნებას, რათა სიკეთის აღსრულების მიუხედავად ვგრძნობდე ჩემს გაუცხოებას მისგან?
ძმაო! კეთილი საქმეები სწორედაც რომ კეთილ საქმეებად უნდა ვაღიაროთ და მათ ვითარცა კეთილ საქმეებს, ისე უნდა მივეახლოთ; რამეთუ არ შეიძლება სიკეთე ბოროტებად მივიჩნიოთ,მაგრამ თუ ვინმე სიკეთეს ღვთის სათნოყოფისათვის არ აკეთებს, აღმოჩნდება, რომ მკეთებლის განზრახვიდან გამომდინარე, ასეთი სიკეთე ბოროტებაა. და თუ ყოველი ადამიანი ყოველთვის სიკეთის კეთებას შეეცდება, შემდგომში მას ღვთის მადლით საქმეების ღვთის შიშით აღსრულების ნიჭიც მიეცემა. მაშასადამე, როდესაც შენი მეშვეობით სიკეთე კეთდება, ჰმადლობდე სიკეთის მომნიჭებელს, ვითარცა ამ სიკეთის მიზეზს, საკუთარ თვს კი უსაყვედურე და უთხარი: ეს საქმე მეც რომ კარგად წარმემართა, ამ სიკეთის თანამონაწილე ვიქნებოდი; და მაშინ შეძლებ ღმერთს ლმობიერად შეევედრო, რომ მან იმ კეთილ საქმეში, რომელიც შენი მეშვეობით აღესრულება, მონაწილეობის ღირსი გაგხადოს.
image image
 
თემატური კითხვები
20 სექტემბერს (ძვ. სტ. 7 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28