ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 32]
თემა:

ღვთის არასათნო ლოცვა,  პატივმოყვარეობა

419. ჩემო მამაო, როდესაც სულგრძელი მოთმინების შესახებ გკითხე, შენ მიპასუხე, რომ ის, ისევე როგორც ყველა კეთილი საქმე, ღვთის ნიჭია, მაგრამ ახლა ლოცვის შესახებ მითხარი, რომ დახმარება ზოგჯერ ღვთისაგან არაა. ამიხსენი ეს განსხვავება?
თუ კეთილ საქმეს, ანუ ლოცვას, თავიდანვე პატივმოყვარეობა წარმართავს, მაშინ ისიც უეჭველად ეშმაკისგანაა. და თუ შენ დასაწყისში პატივმოყვარეობა არ გფლობდა, მაგრამ შემდეგ მიიღე, მაშინ შენ კარგად დაწყებული საქმე პატივმოყვარეობის გამო გაანადგურე, ისევე, როგორც კედელი რომ ამოაშენო, არ დაამთავრო და დაარღვიო. მაგრამ როდესაც პატივმოყვარეობა შეგებრძოლება და შენ არ მიიღებ მას, მაშინ ის ოდნავადაც ვერ დაგაზიანებს.
image image
 



21 ივნისს (ახალი სტილით: 04 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28