ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
440. ფსალმუნების გალობისას გონება მებნევა და აზრებით სადღაც დავხეტიალობ; როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს?
როდესაც აზრი გვერდზე გადაიხრება, მაშინ დაბრუნდი უკან და წინამდებარე ფსალმუნის იმ სიტყვებიდან დაიწყე, რომლებიც მახსოვრობაში შემოგრჩა. და თუ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ დაბრუნების შემდეგ, გიჭირს იმ სიტყვების გახსენება, რომლებზეც შენი კითხვა შეწყდა, ანდა თუ გაიხსენებ, მაგრამ ვერ პოულობ იმ ადგილს, საიდანაც კითხვა უნდა გააგრძელო, მაშინ იგივე ფსალმუნი თავიდან დაიწყე. მტრის მიზანი ისაა, რომ დავიწყება დიდებისმეტყველებას დაუპირისპიროს. წინამდებარე ფსალმუნების თანმიმდევრული კითხვა დიდებისმეტყველებაა, ხოლო ამ დროს გონების გაუბნევლობა მხოლოდ იმათ ხელეწიფებათ, რომელთაც წმინდა გრძნობები აქვთ, მაგრამ ჩვენ ჯერაც უძლურები ვართ. როდესაც გაბნევას შევამჩნევთ, წაკითხულის გასააზრებლად სიფხიზლეს მოვუხმოთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად ის ჩვენს განკითხვას მოემსახურება.
image image
 


30 ივნისს (ახალი სტილით: 13 ივლისს) დღეს არის ხსენება:
0_28