image

თემა: სიმდაბლე,  სიმშვიდე,  ღვთის წყალობა

490. ახლაც შემიწყალებს ღმერთი თუ არა?
ჩემო შვილო! ასპარეზი ღიაა და ვისაც ცხონება სურს, ის იესოს უსმენს, რომელიც მას თავისკენ მოუხმობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან , რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11, 28-30). ჩასწვდი იმას, რასაც ისმენ: „მშვიდ ვარ და მდაბალ“, რომ ეს ჩვენც ვისწავლოთ მისგან. ღმერთს ვინც შეუდგება, არ უნდა უძლურდებოდეს და შიშობდეს. სხვაგვარად ის ვერასოდეს დაუდებს დასაბამს თავის გზას. ღმერთი მის გულს აკვირდება და განზრახვის მიხედვით განსჯის. მან იცის ადამიანის უძლურება; იცის, რომ ადამიანს თვითონ არაფერი შეუძლია, არამედ, თავადაა დიდზე დიდი (ზირ. 43, 29) და ღირსეულს ძალას ის ანიჭებს - „რათა ჰყოს მან ძალი“ (ფსალ. 59, 12). ხოლო თუ ღმერთი ძლიერს ძალას დაუკავებს, რას შეძლებს მაშინ უბადრუკი ადამიანი? და თუ ბრძენს სიბრძნეს მოუღებს და გულს შეუცვლის, მაშინ მისი სიბრძნე გაქრება და ის უმეცარი და უგუნური გახდება. ასე რომ, იმედით შეუვრდეთ ღმერთს და ვიცოდეთ, რომ ძალას ის გვიგზავნის. შენი სული არა მარტო ღვაწლისთვის, არამედ გვირგვინის მისაღებადაც მოამზადე. დაე, წმინდანთა ლოცვებით, უფალი თავის ნებისაებრ შეგეწიოს, ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები