ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 80]
თემა:

ლოცვა,  სიყვარული მოყვასისადმი

503. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს სთხოვა: მე სულით და სხეულით დაუძლურებული ვარ, ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, რომ ღმერთმა გამაძლიეროს, რათა ვმადლობდე მას. ჩემთან ერთად მცხოვრები ძმისთვისაც ილოცე, რამეთუ ის წყალობას საჭიროებს.
დაე, უფალმა ყოველგვარ კეთილ საქმეში შენი თხოვნისაებრ გაგაძლიეროს. თუ შენს თანამოსაგრე ძმას ძალების შესაბამისად დაეხმარები, ესეც კეთილი საქმეა. მან, რომელმაც თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 12, 49), დაე, ის მან შენსა და ჩემს გულში შთამოაგდოს; დაე, ლიბანის ნაძვივით აღორძინებული და ღვთის სამოთხის ფინიკივით აყვავებული გიხილო. რამეთუ, როდესაც ეს აღსრულდება, მაშინ მე ვიგემებ ნაყოფთა კეთილთა შენთაგან და გავიხარებ ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
image
 



20 ივნისს (ახალი სტილით: 03 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28