ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს.
ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათა შემრგებოდა, მაგრამ ესეც დემონისეული ხრიკი აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტეს მადლით, მოთმინებით და მადლიერებით შეწყდა ის. იმდენად დავუძლურდი, ამას ვერც გამოვთქვამ, მაგრამ მტერს არ დავუთმე და საკუთარ თავს მანამ ვაიძულებდი, სანამ უფალმა არ გამაძლიერა. ძმაო! მე უძლური ასე ვიქცეოდი, შენ კი საკუთარ თავს უფრო კარგად უკვირდები, და ღმერთიც შენთანაა. მხოლოდ ერთის (ეშმაკის) გარდა, შენი არავის შურს. დაე, დაადუმოს იგი უფალმა. რაც შეეხება მარხვას, ქედი მოიხარე, გაიხსენე მამების ცხოვრება და მღვიძარება, გული დაიმდაბლე და თუ შეძლებ, მეცხრე საათამდე მოითმინე, ხოლო თუ ვერ შეძლებ, მაშინ არ იზრუნო; შეეცადე შინაგანი ადამიანის მარხვა შეინახო; „მცნება დაიცავი: ხის ნაყოფი არ შეჭამო“ (დაბ. 2, 17) და თავი სხვა ვნებებისაგან შეიკავე. შინაგანი ადამიანის ეს მარხვა ღმერთს სათნო-ეყოფა და ხორციელი მარხვის დანაკლისს აგინაზღაურებს. შენ ცრემლების შესახებ თქვი, რომ გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება გაშორებენ მას; ამოძირკვე ეს ვნებები, და მაშინ, წმიდათა შეწევნით, ცრემლებს მოიპოვებ. შენს ოფლს გულის გაცივება წარმოშობს, მცირეოდენ გათბი და ღმერთი შეგეწევა. ილოცე ჩემთვის; ჩემი უძლურება მრავალ საფრთხეში მაგდებს, მაგრამ მყავს რა მოწყალე ღმერთი, იმედს არ ვკარგავ.
image image
 
თემატური კითხვები
26 ნოემბერს (ძვ. სტ. 13 ნოემბერს) არის ხსენება:
0_28