ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
516. ფსალმუნთა გალობისათვის ღამე ადგომა ძალიან მიჭირს, თავს თითქოს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდები და ყველაფერს დამძიმებული ვაკეთებ. უძლურებაა ეს თუ დემონებისგანაა?
რასაც ავადმყოფობა იწვევს, ის აშკარაა. თუ სხეული ჩვეულებრივ საკვებს ვერ ჭამს, ცხადია, ის ავადაა და ავადმყოფმა ლოცვითი მსახურება უნდა შეამსუბუქოს. და თუ სხეული ჩვეულებრივ იკვებება და მსახურებისთვის არ დგება, მაშინ ეს აშკარად დემონების გამოწვევაა და მან საკუთარი თავი უნდა აიძულოს - ოღონდ ძალების შესაბამისად და არა გადაჭარბებით. ხოლო როდესაც გული ფხიზლობს, მაშინ ხორციელი ძილი არაფერს ნიშნავს. თუმცა, ზოგჯერ, ზოგიერთი კიდეც ხვრინავს, მაგრამ როგორც კი ავაზაკების შესახებ შეიტყობს, მაშინვე ყველა ღონეს ხმარობს, რათა მათ ხელში არ ჩავარდეს. ჩვენც, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ იგივე გვემართება.
image
 
თემატური კითხვები
0_28