ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
519. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა მოვიქცე მაშინ, როდესაც უძლურება არაერთგვაროვანია და ბუნებისა და დემონებისაგან წარმოსდგება? უპირველეს ყოვლისა, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
ვისაც გამარჯვება სურს, ის საკუთარ თავს მარხვისა და მღვიძარებისთვის, ან ნებისმიერი სხვა საქმისთვის ცოტაოდენს აიძულებს. მაგალითად: თუ ვინმე, ჩვეულებრივ, მეცხრე საათამდე არაფერს ჭამს, მაგრამ უძლურება მოითხოვს, რომ საჭმელი მესამე საათისთვის იხმიოს, მაშინ დაე თავი აიძულოს და მეექვსე საათამდე მოითმინოს; მღვიძარების საკითხშიც ანალოგიურად მოიქცეს; მაშინ იძულება ეშმაკისეულ მოქმედებას შეებრძოლება, ხოლო თანაგრძნობა უძლურ სხეულს დაეხმარება. ზუსტად ასევეა სხვა შემთხვევებშიც. და თუ ორ დღეს გონივრული განსჯით და ღვთის შიშით ასე გავატარებთ, მაშინ ღმერთი ჩვენს უძლურებას ყველაფერში შეეწევა. ილოცე ჩემთვის.
image image
 
თემატური კითხვები
20 სექტემბერს (ძვ. სტ. 7 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28