image

თემა: ავადმყოფობა,  ვნებები,  სხეული

521. შემინდე ბატონო აბბა, მამები გვასწავლიან, სხეული უნდა მოვიძულოთ, და ამავე დროს ამბობენ, გონივრულად უნდა ვმართოთო; გთხოვ, ამიხსენი, რა განსხვავებაა მათ შორის.
ამ განსხვავებას, რომელსაც შენ კითხულობ, მოციქული გვიხსნის. ის ამბობს: „ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელ“ (რომ. 13, 14), და კვლავ ამბობს: „არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას“ (ეფეს. 5, 29). ამიტომ, თუ ხედავ, რომ შენში ვნებიანი სურვილი აღიძვრება, სხეული მოიძულე. და თუ ხედავ, რომ სხეული ავადაა და იტანჯება, მაშინ ასაზრდოვე და ღვთის შიშით მოეფერე, რომ ის სულიერ მსახურებაში გემსახუროს.
image
 
თემატური კითხვები