ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
540. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო, ბრძოლები მოსვენებას არ მაძლევენ და აზრები უფრო და უფრო მიჯანყდებიან. მითხარი რა არის იმის ნიშანი, რომ ღმერთს ვსასოებ და რა - ცოდვების შენდობის ნიშანი? როგორ ვიჯდე ღვთისნიერად სენაკში?
ძმაო! ბრძოლების ჟამი, საქმიანობის ჟამია. ნუ უძლურდები, არამედ იღვაწე და იბრძოლე. თუ ის გაძლიერდა, შენც გაძლიერდი და მოუხმე: „უფალო იესო ქრისტე, შენ ხედავ ჩემს უძლურებას და წუხილს, შემეწიე და მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე“ (ფსალმ. 141, 7; 142, 9), და ღმერთს წმინდა გულით რომ ემსახურო, ძალა ითხოვე. ღვთის სასოების ნიშანი ისაა, რომ ყველანაირი აზრი, რომელიც სხეულზე ზრუნვას გვაიძულებს, მოვიშოროთ და არამც და არამც არ ვიფიქროთ, თითქოს ამ საუკუნეში რაიმე გაგვაჩნია, რამეთუ სხვაგვარად მისი იმედი გვექნება და არა ღვთისა. ცოდვების შენდობის ნიშანი კი ისაა, რომ მოვიძულოთ ისინი და აღარ გავიმეოროთ. ხოლო, როდესაც ადამიანი გულისთქმებს ნებდება და ტკბება, ან საქმით აღასრულებს მათ - ეს იმის ნიშანია, რომ ცოდვები ჯერ არა აქვს შენდობილი და ის ჯერ კიდევ დამნაშავეა. სენაკში ღვთისნიერი ყოფნა საკუთარი თავის განკითხვას ნიშნავს; მაგალითად, თუ გულში სენაკის სილამაზით ან ხორციელი მოსვენებით ტკბები, მაშინ უნდა თქვა: „ვაი, მე ცოდვილს! ეს ყველაფერი ჩემს განკითხვას ემსახურება; მე მათი ღირსიც არა ვარ. სხვები კი, ღირსეულები, სივიწროვეს ითმენენ, დაეხეტებიან და თავშესაფარს ვერ პოულობენ. უფალო იესო ქრისტე, შემინდე მე ეს, შენი სახელისთვის, რომელსაც ვატარებ“. ჩემო შვილო, დაე ღმერთმა გაგაძლიეროს და განგამტკიცოს, რომ წარმატებას მიაღწიო და სრულყოფილ საზომს მიეახლო, ამინ.
image image
 
თემატური კითხვები
0_28