ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
626. ერთმა ქრისტემოსყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც არაფერი აქვს და მოწყალებას სთხოვენ?
თუკი ვინმეს არა აქვს, რასაც სთხოვენ, მაშინ ის არ განიკითხება თუ ვერ მისცემს, რამეთუ როდესაც პეტრე მოციქულს მოწყალებას ხეიბარი სთხოვდა, მან ასე უპასუხა მას: „ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩვენ“ (საქმე მოც. 3, 6) და სესხი არ აუღია, რომ მიეცა მისთვის. ასევე, თუკი ვინმეს რაიმე საგანი აუცილებლად სჭირდება, მაშინ მან იგი ისე, შემთხვევით, მოწყალებაში არ უნდა გასცეს, რათა შემდეგ, პირადი საჭიროების და უქონლობის გამო წუხილი არ დაიწყოს. ხოლო, თუ მთხოვნელს, რომელიც თავს მოაბეზრებს, ასე ეტყვის: „შემინდე, არაფერი მაქვს, რომ მოგცე“, მაშინ ეს ტყუილი არ იქნება, იმიტომ რომ, მას მხოლოდ თავისთვის საჭირო აქვს და გასაცემი კი - არაფერი. მან უნდა უთხრას მთხოვნელს: „შემინდე, მე მხოლოდ ის მაქვს, რაც თვითონ აუცილებლად მჭირდება“. გაიხსენე ხუთი ქალწული, როდესაც მათ ლამპრებისთვის ზეთი სთხოვეს, რა უპასუხეს: „ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ (მათე 25, 9). პავლე მოციქულიც ასე მიმართავს კორინთელებს: „რაითა იყოს თქუენი იგი ნამეტნავი მათისა მის ნაკლულევანებისა, და არა რაითა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი“ (2 კორ. 8, 13).
image
 


15 ივლისს (ძვ. სტილით: 2 ივლისს) არის ხსენება:
 
0_28