ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
627. ამიხსენი, ჩემო მამაო, რას ნიშნავს შენი ნათქვამი: „თუკი ვინმეს აუცილებლად სჭირდება ის, რაც აქვს, მაშინ ისე, შემთხვევით, მოწყალებაში არ უნდა გასცეს, რომ შემდეგ წუხილი არ დაიწყოს“. კი მაგრამ, რატომ უნდა წუხდეს ვინმე იმის გამო, რაც მან თავის კეთილი ნებით გააკეთა?
შემდგომში შფოთი რომ არ დაგვეუფლოს, ამიტომ ყველაფერი განსჯით უნდა გავაკეთოთ. ზომიერების დაცვა განსჯას გულისხმობს და ის აზრებს ძალას ჰმატებს. საკუთარ ძალებზე გადაჭარბებით მოწყალების გაცემა ან სხვა რამის აღსრულება დაუფიქრებლობაა, იმიტომ რომ შემდგომში ადამიანი შფოთს, მოწყინებას და დრტვინვას ნებდება. კარგია, ძალიან კარგი, თუ მთხოვნელს სახარებისეული ქვრივის მსგავსად დავეხმარებით. ამაში ცუდი არაფერია; მაგრამ თუ ადამიანი სიკეთის ქმნაში თავის ძალებს აჭარბებს, მაშინ ის ვერ გაუძლებს ამას. არც ღმერთი არ სთხოვს ადამიანს იმდენს, რაც მის ძალებს აღემატება.
628. თუკი მდიდარს იმაზე მეტი აქვს, ვიდრე სჭირდება, მანაც ასევე უნდა იმსჯელოს თუ არა? რადგან სიკეთის აღსრულება მასაც თავის ძალისაებრ მოეთხოვება.
კი, მასაც ესაჭიროება მსჯელობა, რომ თავის აზრს საკუთარ ძალებზე მეტად არ შეჰყვეს და შემდეგ არ ინანოს ის, რაც გააკეთა. ამიტომ თქვა პავლემ: „ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა“ (2 კორ. 9, 7). იმიტომ, რომ სრული სრულყოფილებს შეეფერება, ნაკლული კი - ნაკლულევანებს. სრულყოფილი სიღარიბესაც ღირსეულად ითმენს, არც სიმდიდრე ანაღვლებს და ყველაფერს შფოთის გარეშე ტვირთულობს, თანახმად მოციქულის სიტყვისა, რომელმაც თქვა: „ყოველივე ძალ-მიც გამაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილპ. 4, 13) და: „სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე - სოფლისა“ (გალ. 6, 14) და ა.შ.
image
 


23 ივნისს (ახალი სტილით: 06 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28