image

თემა: მოწყალება,  მწუხარება,  ქველმოქმედება

630. თუკი ვინმე დაუფიქრებლად წარიტაცება და ქველმოქმედებაში იმასაც დახარჯავს, რაც თვითონ სჭირდება, ხოლო შემდეგ ინანებს, მაშინ რით უნდა ინუგეშოს მან საკუთარი თავი, რათა ეშმაკისეულმა მწუხარებამ არ შთანთქას ის?
უპირველეს ყოვლისა, დაე, მან საკუთარი თავი დაუფიქრებლობაში დაადანაშაულოს, თავის აზრს მწუხარებიდან გამოუხმოს და უთხრას: „რადგანაც ეს კეთილი საქმისთვის დაიხარჯა, ამიტომ კაცთმოყვარე ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ შემიწყალოს და ყველაფერი თავის ნებისაებრ მოაგვაროს“.
image
 
თემატური კითხვები