ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
636. ზოგიერთები აშკარად და ყველას წინაშე იღებენ გაცემულ მოწყალებას; ზოგს, კეთილშობილების გამო, აშკარა აღებისა რცხვენია, ხოლო ზოგიერთები ავადმყოფობენ და სახლებში წვანან. აქედან გამომდინარე, საჭირო ხომ არაა ზოგიერთის გამორჩევა, თუ ყველას ერთნაირად უნდა მიეცეს მოწყალება?
ყველა, ვინც მოწყალებას აშკარად იღებს, ერთ თანრიგში ჩათვალე, ოღონდ მათ, ვინც უძლურია და რაღაცით იტანჯება, ცოტა მეტად უნდა დავეხმაროთ. ისინი კი, რომელთაც აშკარად, ხალხის წინაშე მოწყალების აღებისა რცხვენიათ და ისინიც, რომლებიც ავადმყოფობის გამო სახლებში წვანან, სხვა თანრიგში იგულისხმე და იმისდა მიხედვით მიეცი, როგორც საჭიროებენ, რისი კეთების ძალა შესწევს შენს ხელებს (ეკლეს. 9, 10) და როგორც მათ შეეფერება.
image image
 


24 ივნისს (ახალი სტილით: 07 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28