ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
637. თუკი ვინმე, თავის საკუთრებას სხვას მიანდობს და ეტყვის, რომ მან ის ნაცნობ ადგილზე მამებს ან გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ ახლოს სხვა ფრიად შეჭირვებული ადამიანები იმყოფებიან, მაშინ ურიგო ხომ არ იქნება, თუკი ის მათაც გამოუყოფს წილს?
თუკი ისინი ფრიად საჭიროებენ დახმარებას, მაშინ ეს შეუსაბამო არ იქნება; რამეთუ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საკუთრების გამღებმა სხვათა საჭიროების შესახებ არ იცის და ამიტომ არ მიუთითებს სხვებზე. ხოლო, თუ ის ხაზგასმით ამბობს, რომ იმ ერთი ადგილის გარდა, გამნაწილებელმა საკუთრება არსად არ გაანაწილოსო, მაშინ, დაე, ნუ დაარღვევს მის მცნებას, თუმცა ჯერ ჰკითხოს შემომწირველს და, როგორც ის ეტყვის, ისე მოიქცეს და გამნაწილებელი მშვიდად იქნება.
638. ამ საქმეში დამხმარე ადამიანებია საჭირო. თუკი მე დასახმარებლად იმ პირებს ავიყვან, რომელთაც ვენდობი, ნუთუ უნდა მაეჭვებდეს მათთვის ამ საქმის მინდობა?
თუკი მანამდე შენ მათ სარწმუნო ადამიანებად თვლიდი, მაშინ ნუ დაგაეჭვებს ამ საქმის მათთვის მინდობა. რამეთუ ღვთისთვის ყველაფერი ცხადია: ის იცნობს ჩვენს გულებს და თითოეულს თავის საქმეებისაებრ მიუზღავს. ხოლო, თუკი ისინი რამეს დამალავენ, მაშინ მათ თავად მოუწევთ პასუხისგება.
639. მაგრამ, თუკი მე შევიტყობ, რომ რომელიმე მათგანმა რაღაც გადამალა, მაშინ როგორ მოვიქცე, ვამხილო ის და ავიღო მისგან გადამალული, თუ არა?
თუ დანამდვილებით შეიტყობ, რომ მან რაღაც დამალა, მაშინ დაფიქრდი, გაუძლებს თუ არა იგი მხილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდად უთხარი, ღვთისნიერად შეაგონე და აიღე მისგან ის, რაც მიანდე. ხოლო თუ ის მხილებას ვერ მიიღებს, მაშინ ნუ დაუზიანებ სინდისს, რათა მან სირცხვილისაგან რაიმე უფრო უარესი არ ჩაიდნოს. თავი დაანებე, დაე, ფლობდეს იმას, რაც აიღო; რამეთუ, მან აიღო ის, რაც ღმერთს ეკუთვნოდა. ღმერთმა კი უკეთესად იცის, საჭიროებისთვის აიღო მან ის თუ არა; და ისიც იცის, როგორ განსაჯოს მისი საქციელი.
640. ამის შემდეგ კიდევ შეიძლება ასეთი ადამიანის ნდობა თუ არა?
თუ შეიტყობ, რომ მან სხვა დროსაც გააკეთა მსგავსი რამ და ცდილობ საქმე გააუკუღმართოს, მაშინ შემდგომში მას არაფერი აღარ მიანდო. ხოლო თუ ის კეთილი ადამიანია და ეშმაკის ჩაგონებამ წარიტაცა, ან იმიტომ აიღო, რომ სჭირდებოდა, მაშინ კვლავაც ენდე მას, რადგან ის, რასაკვირველია, გამოსწორდება. ოღონდ არ დააბრკოლო.
image
 
თემატური კითხვები
30 ნოემბერს (ძვ. სტ. 17 ნოემბერს) არის ხსენება:
0_28