image

თემა: ავადმყოფობა,  სიკვდილის მოლოდინი,  სიცოცხლე

643. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავადმყოფობდა, იმავე ბერს, იოანეს ჰკითხა: „ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები?“ ბერმა ასე უპასუხა მას:
მე რომ გითხრა იცოცხლებ თუ მოკვდები, ეს შენ სარგებელს არ მოგიტანს. რამეთუ, თუ გეტყვი მოკვდები მეთქი, მაშინ შენი ცხონება თითქოსდა ნაძალადევი იქნება; იმიტომ რომ, როდესაც საკუთარ თავს სიკვდილის მარწუხებში დაინახავ, როგორღაც საჭიროების გამო, უარს იტყვი შენს საკუთრებაზე. ხოლო, თუ დიდი ხნის სიცოცხლის იმედი გაქვს და ცხონებას მოისურვებ, მაშინ აზრებს სიკეთის ქმნაში განიმტკიცებ და უეცრადაც რომ მოკვდე, შენი ცხონება თავისუფალი ნებიდან გამომდინარე იქნება.
image image
 
თემატური კითხვები