image

თემა: სიმართლე


სწავლა პა. სიმართლისათვისვე.

საყვარელნო, ძმანო ჩემნო!ვიქმნნეთ ჩვენცა წმიდა, ვისწრაფოთ ქმნაი კეთილისა. ხოლო რაი არს კეთილი? სჯაი ობლისა და განმართლება ქვრივისა. რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყვა ესე ობოლთა და ქვრივთა, არამედ ჩვენ არა დიდად გვაქვს იგი (მიჩნეული), რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, და უკეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო". ამისთვის უკვე ვისწრაფოთ ხელის-აღპყრობად ობოლთა და ქვრივთა, რამეთუ არა მცირე ძალი აქვს ცრემლთა ქვრივისა, ობლისა და გლახაკისა. არამედ შემძლებელ არიან საცა განხმად და ჯოჯოხეთისა ცეცხლთა დაშრეტად. ამისთვის უკვე ნუმცა ბოროტსა ვუყოფთ მათ და ნუმცა უსავმართლოებთ. და ესე არს სამართალ, რათა ფრიადი ვფპოვოთ ჩვენცა წყალობაი ამასცა საწუთოსა და მერმესაცა საუკუნოსა. რამეთუ მრავალთა ცოდვათა ვჰპოვოთ ამის საქმისა მიერ შენდობაი, და კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა, და ღირს ვიქმნნეთ ყოველთა მართალთა თანა სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image