ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
667. რას ნიშნავს ნათქვამი: ყურადღებით იყავი, რომ სიძვის აზრებმა არ გაგიტაცონ?
ეს არა მარტო სიძვის, არამედ სხვა ვნების შემთხვევებშიც ხდება. გონება გაფანტულობის გამო ექვემდებარება ვნებებს. როდესაც ადამიანს ეს შეემთხვევა, მან საკუთარ თავს უნდა მოუწოდოს და თქვას: "უფალო! შემინდე შენი წმინდა სახელის გულისთვის; მე ჩემი დაუდევრობის გამო დამემართა ეს. მიხსენი გონებაგაბნევისა და მტრის ყველა მახისაგან, რამეთუ შენ გშვენის დიდება უკუნისამდე, ამინ". ხოლო ნიშანი, რომლითაც ასეთ გატაცებას შეიცნობ, დაე შენთვის შემდეგი იყოს: როდესაც ვინმე სხვას ელაპარაკება და მისი გონება აქეთ-იქით იფანტება, მაშინ ის ერთზე საუბრობს, მაგრამ აზრით მეორეზე გადადის; სწორედ ესაა გატაცება. ასევე, როდესაც ვინმეს, საქმიანობის დროს, აზრები სხვაგან გაურბის და, დავიწყების გამო, ან საქმეს აფუჭებს, ან მის მოთხოვნებს აჭარბებს, ესეც ასევე გატაცებაა. სიძვის აზრიც ასე გვიტაცებს. ზოგჯერ, როდესაც ვინმე სხვას ესაუბრება, თუ მტერი მოასწრებს ღვთისნიერი სიფხიზლისგან მისი გონების მოწყვეტას, მაშინ გონებაგაბნევის შედეგად, სიძვის გულისთქმაც იჩენს თავს. ესეც გატაცებაა, რადგან ეს ფიქრმა ან გახსენებამ კი არ გამოიწვია, არამედ დავიწყებამ, რის გამოც ადამიანი გაერთო. ასეთი ადამიანი იმ მგზავრს ჰგავს, რომელმაც რაღაც შემთხვეული მწუხარების გამო, სწორი გზიდან გადაუხვია და სხვაგან აღმოჩნდა. მაგრამ ადამიანმა, როგორც კი გონს მოეგება, ზემოთ ნათქვამის თანახმად, საკუთარ თავს უნდა მოუწოდოს და მოწყალე ღმერთს მიმართოს. ღმერთი მოწყალეა და უძღები შვილივით მიიღებს მას. ჩვენ ვიცით, როგორი გულმოწყალებით მიიღო მან ეს უკანასკნელი. როდესაც აზრების ასეთი ბრძოლა გაბნევის გარეშეც წამოყოფს თავს, მაშინ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვატკბონ მათ, და კი არ დავყოვნდეთ მათში, არამედ მაშინვე მეუფესა და ღმერთს მივმართოთ.
image
 


1 ივლისს (ახალი სტილით: 14 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28