ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
668. როდესაც აუცილებელია ქალებთან საუბარი, როგორ მოვიქცე და როგორ ვილაპარაკო? მითხარი, ღვთისმოსაობის ან თანაგრძნობის საბაბით, გამართლებულია თუ არა მათ საქმეებში მონაწილეობის მიღება?
ყოველ შემთხვევაში, ვინც საღმრთო საქმეში გაუცნობიერებელია, მისთვის ქალებთან საუბარი საზიანოა. ასე რომ, რამდენადაც შესაძლებელია, შორს იყავი მათგან. ნუ გამოეკიდები ქალებთან საუბარს, რამეთუ ეს შენთვის უსარგებლოა, თუნდაც ისინი კეთილი ზნისანი იყვნენ. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჯერ თავი ვერ დავაღწიეთ ამ წუთისოფელს, და ზოგჯერ აუცილებლობა საქმეებზე, ან (აუცილებლად საჭირო) რაიმე საკითხზე მათთან საუბარს გვაიძულებს, ამიტომ წინასწარ უნდა ავიღოთ მაგალითი იმ ადამიანისაგან, რომელსაც აუცილებლობის გამო ცეცხლთან ახლოს უწევს საქმიანობა. ის ყველანაირად ფრთხილობს, რომ ცეცხლმა არ დაწვას. ყველანაირი საქმისას ჩვენც ასე უნდა მივმართოთ ქალებს, თითქოსდა ცეცხლთან მივდივართ. ყოველმხრივ უნდა განვმტკიცდეთ ღვთის შიშში, რათა, როდესაც გვგონია, თითქოს მათგან სარგებელს მივიღებთ, მოჩვენებითი სარგებელი დიდ ზიანად არ გადაგვექცეს. ხოლო, თუ გვსურს, ღვთის გულისათვის, ასეთ საუბარს საერთოდ ავარიდოთ თავი, მაშინ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აუცილებელი საქმე სხვა პიროვნების დახმარებით აღვასრულოთ. ისე, შემთხვევით, ქალებს ყურებას ნუ დავუწყებთ. თვალებს თავის ნებაზე ნუ მივუშვებთ, ნუ შევყოვნდებით მათთან საუბარში, რადგან მათგან გულისთქმის ცეცხლი იშვება, ამიტომ შევეცადოთ სწრაფად გავშორდეთ მათ და ღმერთს ვევედროთ, რათა მან დროის ამ რთულ მონაკვეთში, ჩვენს წინაშე დაგებული ეშმაკის მახისაგან გვიხსნას და განუწყვეტლივ გვახსოვდეს ღმერთი; მის უდიდეს ძალას შეუძლია ჩვენი უძლურების დაფარვა ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეოხებით, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
image
 
თემატური კითხვები
26 ნოემბერს (ძვ. სტ. 13 ნოემბერს) არის ხსენება:
0_28