ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
689. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელთანაც მამები სტუმრობდნენ, იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ჩემთან რომელიმე მამა მოდის, მე საჭირო ნივთები არა მაქვს, რომ შევთავაზო მას, ყოველთვის ვწუხვარ ამაზე და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
ეს აზრი ეშმაკისგანაა. შესთავაზე მათ ის რაც გაქვს და ეს საკმარისია, ნათქვამის თანახმად: "კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს" (ებრ. 13, 5), და ღმერთი აუწყებს მათ შენი გულმოდგინების შესახებ. ვინც ასეთ ნივთებს ეძებს, ის სტუმართმოყვარე ვერ იქნება და მას არც სურს მასთან ვინმე რომ მივიდეს. თუ შენ გაქვს რაიმე შესათავაზებელი, მაგრამ სიძუნწის გამო გენანება, მაშინ, თუნდაც ათასჯერ სცადო, რომ ასიამოვნო, მათი გული არ მიიღებს უწყებას შენი გულმოდგინების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შენ ის ნივთი სხვა აუცილებელი საქმისთვის, ავადმყოფისთვის ან უფრო საპატიო სტუმრისთვის გჭირდება. ყველაფერი განსჯით და ღვთის შიშით უნდა აკეთო. თუ სხვაგან მოგიწევს წასვლა, ნუ მოელი თითქოს იქ მოსვენებას ჰპოვებ და არ აღშფოთდები; რადგან თუ გეგონება, რომ ჰპოვებ მას და ასე არ მოხდება, მაშინ მასპინძლის ძვირისხსენებას დაიწყებ; ძვირისხსენება კი სულის სიკვდილია. მადლიერი იყავი ყველაფრისთვის, რადგან მასშია სულიერი და სულისთვის სასარგებლო საკვები და განსვენება.
image
 
თემატური კითხვები
0_28