ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
697. როდესაც ვინმეს წმინდა მამების ცხოვრებაზე და მათ პასუხებზე ვესაუბრები, ქედმაღლობას ვგრძნობ. მითხარი: როგორ ვისაუბრო სიმდაბლით? ვის ვესაუბრო და რა მიზნით?
როდესაც წმინდა მამების ცხოვრებაზე და მათ პასუხებზე საუბრობ, საკუთარი თავი განიკითხე და თქვი: "ვაი ჩემს თავს, როგორ ვლაპარაკობ მამების სათნოებებზე, როცა თავად არაფერი შემიძენია და ოდნავადაც ვერ წარვემატე? სხვებს ვასწავლი, თუ რა არის მათთვის სასარგებლო და ვინ იცის, იქნებ ჩემზედაც აღსრულდეს მოციქულის ნათქვამი: "რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თვისსა არა ასწავებ?" (რომ. 2, 21). როდესაც ამას იტყვი, გული მოგილბება და მდაბლად ისაუბრებ. მაგრამ, ამასთანავე, დაუკვირდი, ვის ესაუბრები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებელს იღებს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო სხვა შემთხვევაში ლაპარაკი საჭირო არაა, რამეთუ ნათქვამია: "ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისათვის" (იგავ. 25, 12), რათა არ აღმოჩნდეს, რომ შენც ძაღლებს აძლევ სიწმინდეს და ღორებს უფენ მარგალიტს (მათე 7, 6). დაე, ღმერთმა შეგაგონოს ძმაო, რომ სიმდაბლის გზიდან არ გადაუხვიო.
image image
 
თემატური კითხვები
21 ოქტომბერს (ძვ. სტ. 8 ოქტომბერს) არის ხსენება:
0_28