ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
707. თუკი ვინმე მეტყვის, ნესტორი და მისი მსგავსი ერეტიკოსები შეაჩვენეო, უნდა მოვიქცე ასე, თუ არა?
ნესტორი და მისი მიმდევარი ერეტიკოსები რომ ანათემას გადასცეს - ეს ცხადია, მაგრამ შენ არამც და არამც არ გაკადნიერდე, რომ ვინმე შეაჩვენო, რადგან ვინც საკუთარ თავს ცოდვილად თვლის, მან საკუთარ ცოდვებზე უნდა იგლოვოს და მეტი არაფერი; ამიტომ საჭირო არაა ვინმეს განკითხვა და შეჩვენება, არამედ „საქმენი თვისნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან“ (2 კორ. 13, 5; გალ. 6, 4).
708. და თუ აქედან ვინმე დაასკვნის, რომ მეც მათსავით ვაზროვნებ, რა ვითხრა მას?
უთხარი: ცხადია ერეტიკოსები შეჩვენებას იმსახურებენ, მაგრამ მე თავად ყველა ადამიანზე ცოდვილი ვარ და მეშინია, როგორღაც სხვისი განკითხვით, საკუთარი თავი არ განვიკითხო, ვინაიდან თვით სატანაც რომ შევაჩვენო, ამით საკუთარ თავს შევაჩვენებ, რადგანაც მეც მის საქმეებს ვაკეთებ. უფალმა თქვა: „უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ (იოანე 14, 15) და მოციქულიც ამბობს: „რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავ შეჩუენებულ“ (1 კორ. 16, 22). ამრიგად, ვინც ღვთის მცნებებს არ ასრულებს, მას ღმერთი არ უყვარს, და ვისაც ის არ უყვარს, წყევლის ქვეშ იმყოფება; როგორ შეუძლია ასეთ ადამიანს სხვების შეჩვენება? უთხარი მას ეს და თუ კვლავ იგივეს გაიძულებს, მაშინ მისი სინდისი რომ არ დააზიანო, შეაჩვენე ის ერეტიკოსი.
709. და თუ მე არ ვიცი, ვის შეჩვენებასაც ის ჩემგან ითხოვს, სინამდვილეში ერეტიკოსია თუ არა, მაშინ როგორ მოვიქცე?
უთხარი მას: „ძმაო! ვიზეც შენ მეუბნები, მე არ ვიცი, როგორ აზროვნებს ის; ამიტომ იმ ადამიანის შეჩვენება, რომელსაც არ ვიცნობ, ვფიქრობ, მომეკითხება. შენ კი გეუბნები, 318 წმინდა მამის მიერ გადმოცემული რწმენის გარდა, სხვა რწმენას, მე არ ვცნობ, და ვინც სხვაგვარად აზროვნებს, მან თავად გადასცა საკუთარი თავი ანათემას“.
image
 
თემატური კითხვები
24 ოქტომბერს (ძვ. სტ. 11 ოქტომბერს) არის ხსენება:
0_28