image

თემა: კამათი

732. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ერთ ადამიანს საქმის თაობაზე ვედავები. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? შეუპოვრად მოვითხოვო სამართალი, თუ მოვეშვა შეუპოვრობას და დავაც შევწყვიტო?
შეეცადე, რაც შეიძლება სწრაფად განერიდო. რამეთუ მხოლოდ სრულყოფილ მამებს არ აღშფოთებენ შემთხვეული განსაცდელები. ხოლო უძლური, თუ არ იჩქარებს დავისაგან თავის დაღწევას, შემდეგ ნანობს და ხდება რა იძულებული, რომ მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს, ღვთის გმობას იწყებს და სულს იღუპავს. მაშინ სრულდება მასზე ეს სიტყვა: „რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? (მათე 16, 26).
image image