image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

764. თქვენ გვასწავლით, რომ ყველანაირ შემთხვევაში საკუთარი თავის გაკიცხვა კარგია. მაგრამ, როდესაც ვინმე მადანაშაულებს და მკიცხავს, ხოლო მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ, როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში? ვინაიდან, საკუთარ თავს თუ დამნაშავედ მივიჩნევ, მაშინ ეს მისი წყენის დამტკიცებას შეუწყობს ხელს, თითქოს მე სინამდვილეში შევცოდე მის წინაშე; ხოლო, თუ პირიქით, თავის გამართლებას მოვყვები და ვიტყვი, რომ ეს საქმე ასე არ ყოფილა, მაშინ ეს თავის მართლება გამომივა და მაშინ როგორღა ვიტვირთავ ასეთ ყვედრებას? გამარკვიე წმინდაო მამაო, როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში?
ჯერ გულში შენს თავს უსაყვედურე, შემდეგ ძმას თავი მოუხარე და უთხარი: „შემინდე, ღვთის გულისათვის“. ასეთნაირად, სიმდაბლით (თავის მართლებისათვის კი არა, არამედ განკურნებისა და ეჭვებისაგან გათავისუფლებისათვის) უთხარი: „ჩემო მამაო! მე ჩემში ვერ ვხედავ ისეთ რამეს, რომ შენი შეურაცხყოფა ან შენს წინააღმდეგ რაიმე ცოდვის ჩადენა მინდოდეს და ამიტომ, გთხოვ ნუ ფიქრობ ასეთნარიად ჩემზე“. თუ ის ამის შემდეგაც არ დარწმუნდება, მაშინ უთხარი: „ძმაო, შევცოდე, შენდობას ვითხოვ“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები