ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
722. მე კეთროვანი მსახური მყავს. გავაჩერო ის სახლში, თუ არა?
არ უნდა გააჩერო ის სახლში, რადგან ყველა ვერ გაუძლებს მასთან ერთად ცხოვრებას. მათ რომ ეს შეეძლოთ, ეს ღვთისნიერი საქმე იქნებოდა. ამიტომ, მისი გულისთვის სხვების შეურაცხყოფა საჭირო არაა; მაგრამ მოათავსე ის კეთროვანთა თავშესაფარში და საჭიროების მიხედვით საკმარისად მიაწოდე საკვები და ტანსაცმელი, საწოლიც მიეცი, რომ რამეზე წუხილი არ დაიწყოს.
723. თუ ის ყველაფერს, რაც შენ მიბრძანე, სხეულის მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად ჩემგან მიიღებს და, ამასთანავე, იქ თავშესაფარში, სხვდასხვა პირების მიერ ან ჩემს მიერ მიტანილი შეწირულობიდან, თავისი წილის მიღებას მოისურვებს, დავრთო ნება, რომ აიღოს, თუ არა?
არ უბრძანო, რამეთუ ეს წუხილს მოჰგვრის მას; არც აუკრძალო, რათა დრტვინვა და ძვირისხსენება არ დაგიწყოს; არამედ, როგორც თვითონ სურს, დაე, ისე მოიქცეს. ხოლო, თუ თვშესაფარს შენც რაიმეს შესწირავ და ისიც თავისი წილის აღებას მოისურვებს, მიეცი მას.
image image
 


25 ივნისს (ახალი სტილით: 08 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28