image

თემა: ღვთისმსახურთა მიმართ,  სასულიერო ხელისუფლება

821. მყავს ღვთისმოსავი და სასარგებლო მდივანი - ადამიანი, რომელზეც ყველანი ასე მოწმობენ; მაგრამ მე ვერ ვბედავ მის ხელდასხმას, რადგან ჩემიანს თუ დავასხამ ხელს, ზოგიერთები დაბრკოლდებიან; რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
მდივანთან დაკავშირებით არასამართლიანად მსჯელობ. ის რომ ცუდი და უუნარო ადამიანი იყოს და სხვებიც რომ არ ამბობდნენ მასზე კარგს, მაშინ შენი მსჯელობა სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ რაკი, პირიქით, მასზე ამოწმებენ, რომ ის კეთილი და გამოცდილი ადამიანია, ამიტომ თავის მართლების გამო ნუ დაარღვევ მოციქულის მცნებას, რომელიც ასეთი ადამიანების ხელდასხმას გვიბრძანებს. უნდა იცოდე: როდესაც ვინმე რაღაც საქმეს ღვთის შიშით აკეთებს და გულით არ იხრება ადამიანის შეხედულებებისაკენ, მაშინ ამას ცდუნება რომც მოჰყვეს, ის დიდხანს არ გასტანს და არც არავის დააზიანებს. ასეთ ცდუნებას ეშმაკის შური წარმოშობს, რამეთუ ცუდი ხე კარგ ნაყოფს არ იძლევა, ისევე როგორც კარგი - ცუდს (მათე 7, 17). შენდობას ვითხოვ ღვთის გულისათვის და ილოცეთ ჩემთვის.
image image
 
თემატური კითხვები