image

თემა: ერესი,  ნათლისღება

829. ზოგიერთები მანიქეველები აღმოჩნდნენ. ისინი სასჯელს გაექცნენ და როგორმე რომ მოინათლონ (არა ისე, როგორც საჭიროა), სხვაგან წავიდნენ. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
თუ ისინი აშკარა მანიქეველები არიან, მაშინ ვისაც მათი მონათვლა სურს, წერილი მისწერე, აუკრძალე და აუხსენი, თუ ვინ არიან ისინი. შემდეგ უკვე მათზეა დამოკიდებული მონათლავენ თუ არა. რამეთუ ყველანი ისეთი ყურადღებით არ ეპყრობიან საქმეს, როგორც საჭიროა და ყველამ არ იცის, რომ ეკლესიაში მათ მისაღებად ფრიადი გულმოდიგინება, დიდი დრო, ღვთის სიტყვის მოსმენა და კეთილმსახური მღვდლების მიერ მათი წარდგენაა საჭირო. თანაც, მიღება მაშინვე არ უნდა მოხდეს და არც როგორღაც, იმიტომ რომ ეს საშიში საქმეა. სადაც სურვილი ღვთისნიერი არაა, იქ ჩვენი მეუფე უნდა გავიხსენოთ, რომელმაც თქვა: "ნუ მისცემთ სიწმინდეთა ძაღლთა" (მათე 7, 6) და ა.შ.
830. მეფის გამოქვეყნებულმა ბრძანებამ, წარმართებს და განხეთქილებაში მყოფთ დღესასწაულის აღნიშვნა აუკრძალა და ზოგიერთები წმინდა პასექის შემდეგ მოსანათლად, ხოლო სხვები ეკლესიაში დასაბრუნებლად მოვიდნენ. მივიღო თუ არა ისინი და როდის მოვნათლო და ვაზიარო?
ვისაც ნათლისღება სურს, უნდა მიიღო. ნათლობით კი წმინდა დიდ მარხვაში ან მაცხოვრის წმინდა ამაღლების დღეს მონათლე და ეს შვიდეული დღესასწაულის მაგივრობას გაუწევს მათ. ხოლო, თუ გამჟღავნდა, რომ ნათლობას ვინმე ავი განზრახვით მიეახლება ან, მარტივად თუ ვიტყვით, მეფის ბრძანების შიშით, მაშინ უთხარი მას: შენ თუ მხოლოდ ბრძანების გამო მოხვედი, ეს ცოდვაა, ხოლო თუ ღვთის შიშით, საუკუნო ცხოვრებისთვის, მაშინ ორ სიკეთეს შეიძენ: საუკუნო ცხოვრების სარგებელს და ხორციელ სარგებელს. ეკლესიასთან შემოერთების მსურველებსაც იგივე უნდა უთხრა. თუ იტყვიან, რომ ჩვენ ღვთის გულისათვის მოვედითო, მაშინვე მიიღე ისინი, რამეთუ ქრისტიანები არიან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები