ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
838. იმდენად, რამდენადაც ზემოთნახსენები ჩამორთმევა არაერთხელ შემემთხვა და ვწუხვარ იმის გამო, რომ ის, რაც მჭირდება ხელთ აღარა მაქვს, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში?
წერილი ამბობს, რომ თქვენი შეურაცხმყოფელი სულიწმიდას შეურაცხყოფს, რომელიც მკვიდრობს თქვენში, და არა თქვენ (საქმე მოც. 55: 43; 1 კორ. 3, 16). ასე რომ, ნუ წუხხარ ადამიანების მიერ წართმეულზე, რამეთუ ღმერთი არ დაგაკლებს იმას, რაც გჭირდება. განა მან არ თქვა: „იცის მამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან“ (მთ. 6, 8). არამედ ღვთის სასუფეველი ეძიე, ღვთივსათნო საქმეები აკეთე და ესე ყოველი შეგეძინოს შენ“ (მათე 6, 33). თუ ნივთების სიმწირე ცოტაოდენ დაგამწუხრებს, სამაგიეროდ ღვთის ნებით მის მადლს უხვად მიაგნებ შენს წინაშე. გაიხსენე, რა წერია: „რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორებაი, იდევნნენ“ (2 ტიმ. 3, 12); და კიდევ, მოციქული ამბობს: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ უფლის მიერ, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). სწორედ ამაში მდგომარეობს დევნა და განსაცდელები. მამაცურად და რწმენით დაითმინე ისინი და ღმერთი განდიდდება შენი მეშვეობით. რამეთუ მოთმინებას ადამიანი გამოცდილებამდე მიჰყავს, გამოცდილებას კი სასოებამდე, ხოლო სასოება არ შეგარცხვენს (რომ. 5, 4-5). ილოცე ჩემთვის.
image
 
თემატური კითხვები
21 ოქტომბერს (ძვ. სტ. 8 ოქტომბერს) არის ხსენება:
0_28