ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
4. ძმამ კიდევ ჰკითხა: ახლა მრავლად არიან წმინდანები მთელს დედამიწაზე, ასევე იქნება თუ არა უკანასკნელ ჟამს?
ნეტარმა უპასუხა მას: ჩემო შვილო, თვით ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდება წინასწარმეტყველები ღმერთს, ისევე როგორც სატანის მსახურები. მაგრამ ბოლო ჟამს, ვინც ღმერთს ჭეშმარიტად ემსახურება, საკუთარ თავს საიმედოდ დამალავს ადამიანებისაგან და მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს არ აღასრულებს, როგორც ეს ჩვენს დროში ხდება; არამედ იმ გზით ივლის, რომელიც სიმდაბლესთანაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით განდიდებულ მამებზე უფრო დიდი აღმოჩნდება; იმიტომ, რომ მაშინ ადამიანთა დასანახად ისეთ სასწაულებს არავინ მოიმოქმედებს, რომლებიც ადამიანებს ღვაწლისაკენ გულმოდგინე სწრაფვისათვის აღაგზნებენ და აღძრავენ. მთელს ქვეყანაზე გამოუცდელი სამღვდელოება იქნება და მას არ ეცოდინება სათნოებათა ხელოვნება. ასეთნი იქნებიან მონაზვნობის წარმომადგენლებიც, რამეთუ ყველა მუცლის მაამებლობით და პატივმოყვარეობით დაეცემა და ისინი ადამიანების ცდუნებას უფრო მოემსახურებიან, ვიდრე მაგალითს. ამიტომ სათნოება კიდევ უფრო უგულებელყოფილი იქნება. მაშინ ვეცხლისმოყვარეობა იმეფებს და ვაი იმ მონაზვნებს, რომლებიც ოქროთი მდიდრდებიან, რამეთუ ასეთები უფალი ღმერთის სალანძღავნი არიან და ცოცხალი ღმერთის სახეს ვერ იხილავენ. მონაზონი ან ერისკაცი, რომელიც თავისი ოქროთი მევახშეობს, თუ ასეთ მევახშეობას თავს არ დაანებებს, ღრმა წყვდიადში ჩააგდებენ, რადგან არ მოისურვა თავისი ოქრო ღატაკებისადმი ქველმოქმედების გზით, ღმერთისთვის შეეწირა. ამიტომ, ჩემო შვილო, როგორც ადრე გითხარი, მრავალნი უმეცრებით შეპყრობილნი, დაიბნევიან რა ფართო და ვრცელი გზის სიგანით, უფსკრულში ჩაცვივდებიან.
image
 
თემატური კითხვები
19 სექტემბერს (ძვ. სტ. 6 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28