თემა: ღვთისათვის თავგანწირვა


მოქცეული მტანჯველი.

წმიდა მოწამე ვასილისა ცხრა წლის ასაკში იმდენად უშიშრად წარდგა სამსჯავროს წინაშე, რომ თვით ჯალათებიც კი გააოცა. თავდაპირველად მას ისე ექცეოდნენ, როგორც ჩვილს, რომლის გულიც უბრძოლველად დანებდებოდა პირფერულ მოპყრობას. მაგრამ როდესაც დაინახეს მისი მამაცობა და სიმტკიცე, ქრისტეს რწმენისთვის სიკვდილისთვის მზადყოფნა, ჩამოიძრეს მოკრძალების ნიღაბი და ბატკნებიდან ვეფხვებად იქცნენ. მაგრამ ვერც წამებამ, ვერც ცეცხლმა, ვერც გარეულმა მხეცებმა, რომლებიც, სხვათა შორის, მის მაწამებლებზე მოკრძალებულნი იყვნენ, ვერ შეარყიეს მისი გული ზეციური სიძის სიყვარულში. ზეციური მფარველობით მან გადაიტანა წამების მთელი საშინელება და ცოცხალი და უვნებელი დარჩა.
    მისი მაწამებელი მხედართმთავარი თითქოს შეშინდა და დიდხანს გონდაკარგულივით იყო. შემდეგ მან წამოიძახა:
    -ვინ აღუდგება წინ უფალს! - და წმიდა ქალწულს ფეხებში ჩაუვარდა.
    -შემიწყალე მე, მონა ღვთისა და ზეციური მეუფისა, - ამბობდა იგი, - და შემინდე სიბრმავით გამოწვეული უგუნურება, რომელიც შენს წინაშე გამოვიჩინე; შეევედრე შენს ღმერთს, ნუ დამღუპავს შენს გამო; ამიერიდან ვიწამებ მას.
    ქრისტეს კრავმა ხმამაღლა ადიდა ღმერთი, რომელმაც ნათელი სხივით გაანათა მტარვალის სული და სულ მალე ნათელიღო.
    ასე მოქმედებს ზეციური ჩანაფიქრი; იგი ირჩევს ადამიანს თავისი მადლისა და ძლევამოსილების იარაღად
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები