image

თემა: იესოს ლოცვა,  ყურადღება,  ხიბლი

უსაფუძვლოდ არ მიაკუთვნებენ თვითმოხიბლვის და სულიერი ხიბლის მდგომარეობას იმ მონაზვნების განწყობას, რომლებიც საერთოდ უარყოფენ გონებრივ ღვაწლს, ზურგს აქცევენ იესოს ლოცვას და კმაყოფილდებიან მხოლოდ გარეგნული ლოცვებით. ისინი არასოდეს აკლდებიან საეკლესიო მსახურებებს და ყოველთვის აღასრულებენ სასენაკო კანონებს, რომლებიც შედგება მხოლოდდამხოლოდ ფსალმუნთგალობებისა და ზეპირი, ხმამაღალი ლოცვითმეტყველებისაგან. ისინი ვერ შეძლებენ გაექცნენ "თვითშეფასებას", როგორც გვიხსნის ამას ბერი ვასილი წმ. გრიგორი სინელის წიგნის წინასიტყვაობაში, სადაც იშველიებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებას. შემოპარული "თვითშეფასების" ნიშანი იმით მჟღავნდება, რომ მათ უჩნდებათ აზრი, თითქოს ისინი ყურადღებიან ცხოვრებას ეწევიან და სიამაყის გამო ზემოდან დაჰყურებენ სხვებს... ზეპირი და ხმამაღალი ლოცვები მაშინაა ნაყოფიერი, როცა ისინი ყურადღებასთანაა შერწმული, რაც ძალზე იშვიათად გვხვდება. ყურადღებას უპირატესად მხოლოდ იესოს ლოცვაში ვარჯიში აყალიბებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები