ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს?
შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმაწმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას - წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს - წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ.
    
    ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ ბოროტი ზრახვების აფრენის საშიშროებას - ეშმაკის "აეროდრომიდან", რომელზედაც მათი "ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ, რამდენად შეძლებთ, შეეცადეთ, ეშმაკს თქვენში ბოროტი ზრახვების დანერგვის დრო არ მისცეთ. შეეცადეთ, თვითონვე განსაზღვროთ და კეთილი ზრახვები ჩაინერგოთ, რათა გული საყვავილედ გექცეთ და თქვენს ლოცვას თქვენივე გულის კეთილსურნელება სდევდეს თან.
    
    თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ხვაწლსაც არ უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.
    
    რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ - იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?!
    
    ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე - ნებისმიერი ასკეტიკური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმინდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლისაგან თავს იკავებს. მაგრამ ერთი სწორად ამუშავებული კეთილი ზრახვა მეტ ძალას ფლობს, ვიდრე - მთელი ეს მღვიძარება და მარხვა და მას გაცილებით ქვედითად ეხმარება.
როდესაც "წმინდა ზრახვებზე" საუბრობთ, ამ სიტყვაში მხოლოდ ასკეტიკურ აზრს დებთ, თუ უფრო ვრცელი მნიშვნელობით ხმარობთ მას?
ვრცელსაც. როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმიდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხვას და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და სტანჯავს მას.
წმიდაო მამაო, ანუ - სხვათა განკითხვით ადამიანი ეშმაკს ნებას აძლევს, რომ ტანჯოს იგი?
დიახ. ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისაკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: "ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ, სამართალი სასჯელი საჯეთ". მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფრის გამართლებას პოულობს.
    
    ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეპეშები არ მივიღოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის "ტაძარი... სულისა წმიდისა". ღვთის მადლი განგვეშორება და შედეგად - სულიერად ვბრმავდებით. ხოლო, როდესაც თქვენს გულს სუფთასა და უზაკველს ხედავს, სულიწმიდა მოდის და სახლდება მასში. სულიწმიდას ხომ უმწიკვლო სიწმიდე უყვარს, სწორედ ამიტომ მოივლინა იგი მტრედის სახით.
image
 


26 ივნისს (ახალი სტილით: 09 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28