ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულიერი ბრძოლა [გვ. 11]
თემა:

ბოროტი ზრახვები,  კეთილი ზრახვები

წმიდაო მამაო, როდესაც რაიმე პრობლემა მოსაგვარებელი, ძალიან ვღელავ და ძილი მიკრთება.
შენი უმთავრესი პრობლემა ბევრი ზრახვის ქონაა. ამდენი ზრახვა რომ არ გქონდეს, მორჩილებაზეც და სულიერ ცხოვრებაშიც მეტი წარმატებით იშრომებდი. მაგრამ მე გასწავლი ერთ საშუალებას, რომლითაც ზრახვებს გაექცევი. აი, მომისმინე: მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებელი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: "ეს დღეის საქმე არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ". მაგრამ თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ დაიტანჯავ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრით და ნურც გამუდმებით სამომავლოდ გადასდებ მას, აირჩიე რომელიმე, გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი, ხოლო შედეგზე ზრუნვა ღმერთს მიანდე. შეეცადე, სკურპულოზურ, უზომო მცდელობას ერიდო, რომ თავის მტვრევა არ მოგიხდეს. ღვთისმოსაობით აკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამასთან, უბრალოდ და ღვთისადმი ნდობით იმოქმედე. თუკი ჩვენს მომავალსა და სასოებას ღმერთს მივანდობთ, გარკვეულწილად ვაიძულებთ მას რომ დაგვეხმაროს. მრავალი ზრახვისაგან ნორმალური ადამიანიც კი შესაძლოა, სრულიად დაუძლურდეს. თუ ავადმყოფი და ტანჯული დაკარგავს მოსვენებას, მისი გამართლება შეიძლება. მაგრამ თუკი ვინმე ჯანმრთელთაგანი იტანჯება "მემარცხენე" ზრახვებისაგან, მას მაშინათვე დამამშვიდებელი ხალათი უნდა გადააცვა! განა გონივრული საქმეა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გქონდეს და ამავე დროს საკუთარი ზრახვები გტანჯავდნენ?! ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია. მათთან, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა - კეთილი ზრახვებისა. სწორედ ამიტომ იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად, ადამიანი სადღაც მიდის მანქანით: გზაში ძრავა ახმაურდება და იგი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას მცირედ აყოვნებს. კეთილი ზრახვა რომ ქონდეს, დაგვიანებული იტყოდა: "ჩანს სახიერმა ღმერთმა შემთხვევით არ დამაყოვნა. ვინ იცის: იქნებ ეს დაყოვნება რომ არა, ავარია შემმთხვეოდა. ღმერთო, მადლობა როგორ გადაგიხადო იმისათვის, რომ საფრთხისაგან მიხსენი"?! და ეს ადამიანი ღმერთს დიდებს ხოლო იგი, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, მომხდარს სულიერად ვერ მიუდგება და ღმერთის დადანაშაულებასა და გმობას დაიწყებს: "ეს რა უიღბლობაა, ადრე მისვლის მაგიერ დავაგვიანე! ყველაფერი უკუღმაა! აბა, ღმერთს სამართალი აქვს?!
    
    როდესაც ყოველივეს - თავსგადახდენილს ადამიანი კეთილი ზრახვით შეხედავს, იგი შეწევნას იღებს. ხოლო, თუ "მემარცხენედ" მუშაობს, იტანჯება, ძალებისაგან იფიტება, წონასწორობას კარგავს. მახსოვს, მრავალი წლის წინროგორ ჩამოვედით წმიდა მთიდან ურანოპოლისში და კიდევ უფრო შორს - სალონიკში წასვლას ვაპირებდით. მოგვცეს სატვირთო, რომელიც უკვე ათასი ხარახურით იყო სავსე: აქ იყო ჩემოდნები, ფორთოხლები, თევზი, ცარიელი და ჭუჭყიანი კალათები, ამავე ძარაზ ამოვიდა ხალხი: ათონიადის მოსწავლეები, ბერები, ერისკაცები. ვინც შეძლო, ფიცრებზე ჩამოსხდნენ, დანარჩენები კი ფეხზე იდგნენ. ერთი მოღუშული ერისკაცი ჩემს ახლოს სკამზე მოთავსდა, სივიწროვემ ძალიან შეაწუხა და უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა: "ეს რა უმსგავსობაა"! მოშორებით კი იდგა ბერი, რომელიც ერთიანად მყრალ, თევზით სავსე კალათებში იყო ჩაფლული, საბრალოს იქიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა. სატვირთო მანქანა დანგრეულ გზას დაადგა, ოღროჩოღრო შარაზე ინჯღრეოდა და რახრახებდა. ერთმანეთზე შედგმული კალათები ბერს თავზე დააცვივდა, ის მოგერიებას ცდილობდა, ხელებს იქნევდა და თავიდან ირიდებდა, რომ არ გასტეხოდა. ჩემი მოხუშული მეზობელი კი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ცოტა ვიწროდ იჯდა. მე შევუძახე: "რას ყვირი, ნახე ერთი შენი მეზობელი რა დღეშია! მანდ როგორ ხარ მამაო"? "ჯოჯოხეტში უარესია, წმიდაო მამაო". ღმილით მომიგო მან. ერთი იჯდა და მიუხედავად ამისა - იტანჯებოდა, მეორე კი ხარობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავზე თევზის კალათების გროვები ეყარა. გზა კი შორი იყო - დაახლოებით ორი საათის სავალი. ერისკაცმა წარმოიდგინა, რამდენად კომფორტულად იმგზავრებდა ავტობუსით და მზად იყო, ყველაფერი გაეცამტვერებინა. ბერი კი ხარობდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად მძიმეა ჯოჯოხეთის სატანჯველი: "ორ საათში ადგილზე მივალთ და ამ გროვიდან თავს დავიხსნი, ხოლო საბრალო ცოდვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ იტანჯებიან. ჯოჯოხეთის სატანჯველთან ხომ ეს კალათები და ხალხის ზედახორა ახლოსაც ვერ მოვა. დიდება შენდა ღმერთო! აქ ისე ცუდი არ არის, როგორც - იქ".
image
 



21 ივნისს (ახალი სტილით: 04 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28