ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
წმიდაო მამაო, რა არის მიზეზი იმისა, რომ მაგალითად, ორ მორჩილს მოძღვრსადმი სხვადასხვა ზომის ნდობა აქვს?
მიზეზი ზრახვებშია. შესაძლოა, ნებისმიერ ვინმეზე ან რამეზე გქონდეს ავი ზრახვები. თუ ადამიანს კეთილი ზრახვები არ აქვს და ყოველი მოქმედებიდან პირად "მეს" არ გამორიცხავს, ანუ - თუ თვითნებურად მოქმედებს, მას წმიდანიც ვერაფერს არგებს. მოძღვრად წმიდა მამა ან წმიდა დედა რომ ყავდეს, თავად ანტონი დიდი რომ იყოს მისი მოძღვარი, ანდა - ქვეყანაზე არსებული ყველა წმიდანი - ერთად, მას ვერავინ დაეხმარება. მიუხედავად დიდი სურვილისა, მას თვით ღმერთი კი ვერ უშველის. თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, ანუ თვითმაამებლობითაა შეპყრობილი, ის ყველაფერს პირადი "მეს" გემოვნებისა და ჩვეულების მიხედვით განმარტავს. თანდათანობით ამგვარი უგუნური განმარტებები ადამიანისათვის "ბუნებრივი" ხდება. და როგორც არ უნდა მოიქცე, ასეთი ადამიანები მაინც ცდებიან.
    
    ზოგიერთი კი, საკმარისია, მისდამი მცირედი ყურადღება გამოავლინო, ან კეთილი სიტყვა უთხრა, ფრთაშესხმულივით ფრენს. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, განაწყენდება და უკიდურესობაში ვარდება. ეს უკიდურესობა მტრისგან არის. მაგალითად, ასეთი ადამიანები შეამჩნევენ სრულიად უმნიშვნელო რამეს, ამაზე ააგებენ ყოვლად უსაფუძვლო ეჭვებს, რომელზედაც საკუთარ განწყობას აფუძნებენ. მერე კი თანდათან რწმუნდებიან, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. მაგალიად, როდესაც ვინმეს ფიქრში წასულს ნახავენ, ისინი იფიქრებენ, რომ ეს ადამიანი მათზეა ნაწყენი; ამ დროს შესაძლოა, მას თავისი საფიქრალი აქვს. რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ადამიანი მესტუმრა და თავისი ნაცნობის შესახემ მკითხა: "რატომაა, რომ ადრე ყოველთვის მესაუბრებოდა, ახლა კი - აღარ? იქნებ შენიშვნა რომ მივეცი იმიტომ"? მე ვუპასუხე: "იცი, შეიძლება, შემოგხედა და უბრალოდ - ვერ გიცნო, ან იქნებ ახლობელი ავად გაუხდა და იმაზე ფიქრშია, თუ სად იპოვოს ექიმი, ან იქნებ საზღვარგარეთ წასვლას აპირებს და ფიქრობს, სად იშოვოს ფული, რამდენი მიზეზი შეიძლება იყოს"?! მართლაც აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი, ვისზედაც ვსაუბრობდით, ძალიან შეწუხებული იყო ახლობლის ავადმყოფობით. მის ნაცნობს კი სურდა, რომ აუცილებლად შეჩერებულიყო მასთან სასაუბროდ, შედეგად კი - მრავალი ზრახვით იტანჯავდა თავს.
image
 
თემატური კითხვები
06 აგვისტოს (ძვ. სტ. 24 ივლისს) არის ხსენება:
0_28