ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
წმიდაო მამაო, ა,ბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვენებს "სიმდაბლოთ ვამარცხებთ და არა - ამპარტავნებით". ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!
არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია - თვითგამართლება. ანუ - შენ თავს იმართლებ და "უარყოფ" შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: - "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს". - და არ იღვწი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.
ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებ თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?
ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.
image
 
თემატური კითხვები
20 სექტემბერს (ძვ. სტ. 7 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28