image

თემა: გმობის ზრახვები

წმიდაო მამაო, როგორ გმობის გულისსიტყვები ღვთისმსახურებისას?
გალობით - "აღაღე პიი ჩემი" შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვებთან საუბრობს, იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელიც პატაკს აბარებს უფროსს და ამავდროულად ყუმბარას ატრიალებს.
თუ გმობის გულისსიტყვა მაინც არ დაგვტოვებს?
თუ ასე მოხდა, მაშ იცოდე, რომ სადღაც შენში მან შესაფერის ადგილს მიაგნო. ყველაზე შედეგიანი საშუალება ამ დროს ის იქნება, თუ ეშმაკს არად ჩააგდებ. გმობის გულისსიტყვების უკან ხომ სწორედ იგი - მზაკვრობის მასწავლებელი იმალება... როდესაც გმობის გულისსიტყვებ გებრძვიან, სჯობს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავად არ ჩაება - თვით იესოს ლოცვითაც კი; იმიტომ, რომ მისი წარმოთქმისას ჩვენს მღელვარებას გამოვამჟღავნებთ, ეშმაკი სუსტ ადგილზე გმობის აზრების ისრებს დაგვიშენს. ასეთ დროს უმჯბობესია თუ რაიმე საეკლესიო საგალობელს იგალობებთ. შეხედეთ, პატარა ბავშვიც კი, რომელსაც სურს, თანატოლს აგრძნობინოს - არად გაგდებო, მას სიტყვას სიმღერით აწყვეტინებს, რაიმეს - "ჰერი-ჰერის..." მაგვარს წაიმღერებს. ასეთივე საქციელი გვმართებს ეშმაკთან. მაგრამ საერო სიმღერებით კი ნუ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ არად ვაგდებთ, არამედ - წმიდა საგალობლებით. საეკლესიო გალობა - ეს მხოლოდ ღვთისადმი აღვლენიი ლოცვა კი არ არის, არამედ - ეშმაკის უგულებელყოფა. ამგვარად, ეშმაკს კარგად მოხვდება - ერთი თუ მეორე მხრიდან და ის სიბრაზისაგან გულზე გასკდება.
წმიდაო მამაო, ასეთ მდგომარეობაში მყოფს გალობა მიჭირს და წმ. ზიარებაზე მისვლაც კი მიძნელდება.
ეს ძალიან სახიფათოა! ეშმაკი ცდილობს, კუთხეში მიგიმწყვდიოს, იგალობე კიდეც და ეზიარე კიდეც. ეს გულისსიტყვები ხომ შენ არ გეკუთვნის. ამაში მაინც გამოიჩინე ჩემი მორჩილება! იგალობე ერთხელ "ღირს არს", რომ ეშმაკმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს და გაცლა ამჯობინოს. შენთვის არ მიამბია ერთი ათონელი ბერის შესახებ? თორმეტი წლის ობოლი მოვიდა იგი წმ. მთაზე, ხორციელი დედის სიყვარულს სრულიად მოკლებული იყო და ამიტომ მთელი თავისი სიყვარული დედა ღვთისას მიუძღვნა, მისდამი ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორიც თავისი მშობელი დედისადმი. რომ გენახა, როგორი ღვთისმოსაობით აღასრულებდა მეტანიებს მისი ხატის წინაშე! და აი, მტერი სწორედ მის ამ სიყვარულს გაეთამაშ და გმობის გულისსიტყები შეუსია, საბრალო! ხატებთანაც კი ვეღარ მიდიდოდა. როდესაც მისმა სულიერმა მამამ ეს შეიტყო, ხელი მოჰკიდა და აიძულა, შეხებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელებსა და სახეს და ასევე მაცხოვარს - იმავე ხატებზე. ეშმაკმა მაშინათვე გაქცევა ამჯობინა. რა თქმა უნდა, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებზე, პირდაპირ სახეზე მიმთხვევა გარკვეულწილად კადნიერებაა. მაგრამ სულიერმა მამამ ბერს ამის გაკეთება იმისთვის აიძულა, რომ მისგამ მტანჯველი გულისსიტყვები განედევნა.
image
 
თემატური კითხვები