ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
წმიდაო მამაო, რა სახით ვნებს სულს ეჭვიანობა და უნდობლობა?
რაც ეჭვიანობაა, ზიანიც იგივე მოაქვს. ხოლო უნდობლობას სულიერი სნეულება, გამოფიტვა მოსდევს.
როგორ განიკურნება ეს ავადმყოფობა?
კეთილი ზრახვებით.
წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი ერთხელ ნახავს, რომ მისი ეჭვი არ გამართლდა, არ დადასტურდა, განა ეს არ დაეხმარება, რომ თავისი შეცდომა გააცნობიეროს?
ერთხელ თუ არ გამართლდა, ეს ჯერ კიდევ მისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ორჯერ თუ შეცდა, უკვე სერიოზულად დაშავდება. სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ხომ მძიმედ ვცოდავთ, თუ საქმე სინამდვილეში ისე კი არ არის, როგორც წარმოგვიდგენია, არამედ, თუნდაც - სულ ოდნავ ვცდებით. მახსოვს, თანაცხოვრებულთა მონასტერში რომ ვცხოვრობდი, მოხუცი ბერი დოროთე დიდ მარხვაში ყაბაყებს წვავდა, ერთმა ძმამ როდესაც დაინახა, რომ ბერი ყაბაყებს ტაფაზე აწყობდა, გადაწყვიტა თავისი შთაბეჭდილებები ჩემთვის გაეზიარებინა: - "წამო ერთი, გავერთოთ, მამა დოროთე თევზს წვავს! აი, ამხელა დიდრონი თევზებია"! - "რას ამბობ, შეუძლებელია! - მივუგე მე - მამა დოროთე დიდ მარხვაში თევზს როგორ შეწვავს"?! - "ძალიანაც შესაძლებელია, - დაიჟინა მან - ჩემი თვალით ვნახე, როგორ წვავდა". მამა დოროთე ათონის მთაზე 15 წლის ბიჭი მოვიდა და ძმებისთვის ღვიძლი დედასავიტ იყო. როცა ნახავდა, რომ რომელიმე ბერი ჯანმრთელობას უჩიოდა, ეტყოდა: - "აქ მოდი, საყვარელო, ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო, - და ავადმყოფს ტახინით, ბერძნული კაკალით და ამდაგვარი რამეებით ანუგეშებდა, მოხუც ბერებზეც ამგვრად ზრუნავდა. რას ვიზამდი? მივდივარ მამა დოროთესთან და ვხედავ, რომ ყაბაყებს წვავს მონასტრის საავადმყოფოსათვის!
წმიდაო მამაო, მაშინ როგორღა მოვიქცეთ, თუ ეჭვი საქმით დადასტურდა?
ასეთი ეჭვი ერთხელ კიდეც რომ გამართლდეს და დადასტურდეს, განა ეს იმის ნიშანია, რომ მსგავსი ეჭვები გამუდმებით გამართლდება? გარდა ამისა, საიდან იცი: შესაძლოა, ღმერთმა ამ ეჭვის დადასტურება იმიტომ დაუშვა, რომ ადამიანისათვის, რომელზედაც ეჭვი გქონდა, სიმდაბლის მაგალითი მიეცა?!
    
    რაღა თქმა უნდა, თავად ჩვენს დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხალხს მცდარი დასკვნის გამოტანის საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგალითად, თუ ვინმეს შენზე მცარი, "მემარცხენე" აზრი გაუჩნდა, ამის მიზაზი შესაძლოა იყოს, როგორც პირადად მისი არაკეთილგანწყობა, ასევე ისიც, რომ ამგვარად ფიქრის მიზეზი მას შენ მიეცი. აგრამ თუ ადამიანი შენზე - მიუხედავად შენი სიფრთხილისა - ფიქრობს ცუდს, მაშინ ღმერთს მადლობა შეწირე და მისთვის ილოცე.
image
 


25 ივნისს (ახალი სტილით: 08 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28