ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
წმიდაო მამაო, როდესაცამპარტავნული ზრახვები მომეძალება, საშინელ ტანჯვას განვიცდი.
შენ რა, ასეთ ზრახვებს საკუთარ თავში დიდხანს აჩერებ ხოლმე?
დიახ.
რატომ აკეთებ ამას? კარი მიუხურე მათ. თუ ასეთ აზრებს შენში ინახავა, ეს გვნებს, ზრახვა ქურდის მსგავსად შემოდის შენში, შენ კარს უღებ მას, შეგყავს სახლში, საუბარს გაუბამ, მერე კი ის გაგძარცვავს. განა შეიძლება საუბრის გაბმა ქურდთან? მასთან არამარტო საუბარს უნდა გაექცე, არამედ, კარიც მჭიდროდ უნდა ჩაურაზო, რომ შინ არ შემოვიდეს. კარგი, ვთქვათ, არ საუბრობ ზრახვებთან, ან შიგნით რად უშვებ მათ? მაგალითს მოგიტან: ვთქვათ, აზრად მოგივიდა, რომ შენ შეგიძლია გახდე იღუმენია, იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს მართლა ასეთი აზრები გაქვს, მაგრამ მაგალითად მომაქვს. მაშ ასე, მოგივიდა ასეთი აზრი, კარგი. როგორც კი მის მოსვლას იგრძნობ, უთხარი მას: "მშვენიერი რამ არის, გინდა იღუმენიაობა? კარგი: ჯერ საკუთრი თავის იღუმენია გახდი". ამას რომ იტყვი, მაშინათვე შეწყვიტესაუბარი ეშმაკთან, განა მასთან ლაყბობა შეიძლება? აბა ნახე: როდესაც ეშმაი ქრისტეს გამოსაცდელად მივიდა, ქრისტეს უთხრა მას: - "წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმკო"! ქრისტემ თუ ამგვარად მიმართა მას, "აბა აქედან დაიკარგეო", ჩვენ რაღად უნდა გაუბათ საუბარი?!
წმიდაო მამაო, "მემარცხენე" აზრებს მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით თუ გავესაუბრებით, ეს ცუდია?
ცუდი ის არის, რომ შენ ზრახვებს კი არ ესაუბრები, როგორც თვითონ გეჩვენება, არამედ - ეშმაკს. მასთან საუბარში დროს სასიამოვნოდ ატარებ, აგრამ შედეგად იტანჯები. ასეთ "მემარცხენე" ზრახვებთან საერთოდ ნუ ისაუბრებ. საბრძოლო ყუმბარა მზად გქონდეს და მაშინვე დაუშინე მტერს, რომ ის მოისრას. ეს ის ყუმბარაა, რომელბიც მაშინვე კი არ ფეთქდება, არამედ - ორი-სამი წუთის შემდეგ. "მემარცხენე" ზრახვა ამ ყუმბარების მსგავსია: თუ მას მაშინათვე განაგდებ, ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც სიფხიზლეს კარგავ და იესოს ლოცვას მიატოვებ, თავის დაცვა აღარ შეგიძლია. გარეთ მყოფი ეშმაკი "დეპეშას" გიგზავნის, როცა ამ დეპეშას მიიღებ, კითხულობ მას, იჯერებ, რაც იქ წერია, მერე კი არქივში ინახავ. ეშმაკი აი, სწორედ ამ "დოსიეს" გახსნის შენი ბრალდებისათვის.
წმიდაო მამაო, როდის ითვლება "მემარცხენე" ზრახვების გაჩენა დაცემად?
აი, შემოდის ზრახვა, შენ კი მას დაუყოვნებლივ განდევნი, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ისტუმრებ და ესაუბრები მას, ეს უკვე დაცემაა. შეიძლება ასეც იყოს: ვთქვათ, ის მოდის, შენ ცოტა ხნით იღებ მას, მაგრამ შემდეგ განდევნი. ეს სანახევრო დაცემაა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაშიც ივნებ რაიმეს: ეშმაკმა ხომ შენი გონება შებილწა! ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქს ეშმაკისთვის გეთქვას: - "დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად?! ჩამოჯექი, გაგიმასპინძლდები, რაო? შენ რა ეშმაკი ხარ? მაშინ მიბრძანდი"! კი მაგრამ, ხომ ნახე, რომ ეშმაკი იყო, შიგნით რაღად უშვებდი?! მაგრამ რაკიღა უკვე გაუმასპინძლდი, ის კვლავაც მოვა.
image
 
თემატური კითხვები
06 აგვისტოს (ძვ. სტ. 24 ივლისს) არის ხსენება:
0_28