ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
წმიდაო მამაო, ეს სიხარული (უსამართლობის დათმენის) იქიდან მოდიოდა, რომ ადამიანები მას შეურაცხყოფდნენ?
ეს სიხარული მოდიოდა იქიდან, რომ ის უსამარტლობას ითმენდა. ის ერის ადამიანი იყო, არც წმიდანთა ცხოვრებას და არც წმიდანთა თხზულებებს არ კითხულობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ციხეში დაუმსახურებლად ჩასვეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ქურდად, ნაძირალად და არამზადად თვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მას კიცხავდნენ და შეურაცხყოფდნენ, - ყოველივე ამის მიუხედავად ის თავს არ იმართლებდა და ყოველივეს ესოდენ სულირად იღებდა! ახალგაზრდა კაცი! - და იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ რეპუტაცია აღედგინა, არამედ იმაზე, რომ - სხვებს დახმარებოდა. დიდ და ნამდვილ ქურდებს ხშირად ხშირად ერთხელაც კი არ სვამენ ციხეში, ამ ბედშავმა კი ერთი და იმავე ქურდობის გამო ორჯერ მოიხადა სასჯელი. რამდენჯერ უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, ვიდრე დამნაშავეს იპოვიდნენ! თუმცა, იმ სიხარულს, რომელსაც იგი გრძნობდა, მთელი ქალაქი ერთად ვერ განიცდიდა. მათი ოცდაათი ათასი სიხარული ვერ გადაწონის ერთ იმისთანა ბედნიერებას, მას რომ ჰქონდა.
    
    აი, ამიტომ ვამბობ, რომ სულიერ ადამიანს მწუხარება არ ეკადრება. როდესაც ადამიანში სიყვარული მრავლდება და მისი გული ღვთის მიერ აღინთება, მწუხარება მასში ადგილს ვეღარ იპოვის. ადამიანები ასეთ პიროვნებს მწუხარებასა და ტკივილს მიაგებენ და ამავე დროს მისი ქრისტესადმი უდიდესი სიყვარული ამარცხებს მათ.
image
 
თემატური კითხვები
0_28