image

თემა: სახარების კითხვა,  სახარება

როდესაც სახარების წაკითხვას აპირებ და გადაშლი მას, ეს ისე გააკეთე, თითქოს ზეცას ხსნიდე, რამდენადაც ეს წიგნი, უდიდესი ღვთისმოშიშებით დაწერილი, თავის თავში თვით ქრისტეს სწავლებას შეიცავს. წმიდა იოანე ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ: "წმიდა წერილის კითხვა ზეცის გახსნაა" (მეორე სიტყვა ესაიას მიმართ). ის ისე წაიკითხე, თითქოს თვით უფალი გასწავლიდეს. როდესაც მის სიტყვებს კითხულობ, არანაირ შიშს არ გრძნობ, ამ შიშს კი ძალიან ძლიერად განიცდიდა სასტიკი გულის მქონე ისრაელის ხალხი, და რადგანაც ვერ უძლებდა ამას, მოსეს ეუბნებოდნენ: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით" (გამოსვლ. 20, 19).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები