image

თემა: ბიბლია

წმინდა წერილი ყველა ერის მიმართ მოწოდებაა, რათა ისრაელის მაგალითზე განისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს, ისრაელი უფალს, როგორც ჩვილი დედის კალთას, ისე იყო მიჯაჭვული. ღმერთის გარეშე მას არც სუნთქვა, არც მეტყველება, არც წერა, არც შრომა და არც ბრძოლა შეეძლო. და მაინც, უფალს დრო და დრო განეშორებოდა და საკუთარ გულისთქმას აყოლილი უკეთურ გზას ადგა. სულიერად დაცემული და შეურაცხყოფილი, მონობაში იტანჯებოდა. უფალი წინასწარმეტყველთა მიერ ამხელდა მას: "ისმინე ერო ჩემო, და გიწამო შენ ისრაელო... რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანენ შენ ქუეყანით ეგვიპტით... უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არა რაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი... და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი" (ფსალ. 80, 9). ეს წინასწარმეტყველება თანამედროვე ევროპასაც ეხება. ქრისტეს სერბეთი კი ევროპას გაჰყვა, მის მოლიპულ გზას დაადგა და მასთან ერთად გადაიჩეხა. ნეტავ სერბეთს თავისი წმინდანების მოწამეობრივი გზით ევლო, მაშინ ღმერთი უშჯულოთაგან გარეშეზღუდავდა.
    ევროპა თავისი ფილოსოფიის, მცდარი მოსაზრებების გზას დაადგა და მაცდუნებელ გულისთქმათა მორევში ჩაიძირა. ასეთი ევროპა სერბეთისთვის მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ევროპა დაიმსხვრა, როგორც ქვაზე თიხის ქოთანი და სერბეთსაც ნაიარევიდან ისე დასდინდა სისხლი, როგორც ბასრი ქვებით მოფენილ კლდეზე დაცურებულს. ეს გამოცდილება ძვირი დაგვიჯდა, თუ რას მოგვიტანს იგი, ამას მომავალი გვიჩძვენებს.
    უფალო მოგვეც სიბრძნე, რათა გულისხმავყოთ ჩვენი ცოდვები და შევინანოთ.
image
 
თემატური კითხვები